„ღირებულებითი თანხვედრა თუ არ გაქვს პოლიტიკურ ძალებთან, არ შეიძლება რაღაც გაუგებარ გარიგებეზე წახვიდე, მითუმეტეს ხალხის ინტერესების საპირისპიროდ.
თან ვთვლი, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ყველაზე უფრო აქტიურობს და „ქართულ ოცნებას“ შორის , რეალურად არანაირი განსხვავებაა არ არის. თავის დროზე ყველამ საკმაოდ სერიოზულად გაუცრუა იმედები და მოატყუა ამომრჩეველი.
შესაბამისად, ამ მოცემულობით, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება.
რაც შეგვეხება ჩვენ, პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“, ჩვენი შეთავაზებები მოსახლეობისთვის სრულიად განსხვავებულია.
ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი პოლიტიკური ხედვებით, რადგან ვებრძვით ლიბერალურ ეკონომიკას, რომელმაც არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო ჩიხში შეიყვანა.
ანუ, ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობა, ამას არავინ სთავაზობს და არ ვაპირებთ ხელოვნური უმრავლესობის შექმნას შევუწყოთ ხელი და ჩვენი ამომრჩეველი შეცდომაში შევიყვანოთ.“
მასალის გამოყენების პირობები






