გაქცევა თურქეთიდან თუ საიდუმლო ოპერაცია საქართველოში? - ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 9 შეიარაღებული პირი დუმილის უფლებას იყენებს.
მედიამ კი გაარკვია, რომ დაკავებულები მდინარე ჭოროხის გავლით, კირნათი-მამარადიდის სასაზღვრო ზოლიდან შემოვიდნენ.
ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციისა და დაკავებული თურქეთის მოქალაქეების შესახებ დღეს ახალი დეტალები გაირკვა. კერძოდ, ერთ-ერთი კოტეჯის მფლობელი, სადაც ოჯახთან ერთად თურქეთის მოქალაქე ცხოვრობდა უშიშროების თანამშრომელს ბადრი კაკაბაძის ეკუთვნის.
მეორე სახლი კი, რომლიც ასევე აეროპორტის დასახლებაში მდებარეობს მძლეოსან რუსლან რუსიძის საკუთრებაშია.
სახლის მეპატრონე ადასტურებს, რომ სახლი ათას დოლარად ჰქონდა გაქირავებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, მურთაზ ზოდელავას ბურუსით მოცული სპეცოპერაცია კითხვის ნიშნებს უჩენს. ყოფილი მთავარი პროკურორი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ დაჯგუფება საქართველოში სწორედ იმ ზონიდან შემოვიდა, საიდანაც თავის დროზე ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფებამ შემოაღწია.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტია ქართული ოცნების გაგრძელებად გადააქცია და ამ სამსახურის მთავარი ფუნქცია არა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ პარტიული ინტერესების უზრუნველყოფაა“ - ამბობს ზოდელავა.
მისივე თქმით, ამ ფაქტსა 2017 წელს თბილისის ცენტრში ჩატარებულ სპეცოპერაცია შორის, გარკვეული ანალოგიები არსებობს, რადგან კვლავ შეიარაღებულ ჯგუფთან გვაქვს საქმე, რომელთა გადაადგილებაც საზღვრის უკანონო კვეთით მოხდა.
„სამწუხაროა, რომ 130 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით, არამედ სკოლისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლების დევნითა და კონტროლითაა დაკევბული.
ასევე, სრულიად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მომხდარს უწყებების პრესსამსახურები, რადგან არანაირ ინფორმაციას არ გასცემენ. სინმადვილეში კი, მათი პირდაპირი მოვალეობაა, როცა გარკვეული საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ინფორმაცია მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ადმიანებს აინტერესებთ რა ხდება, მათ აქვთ შიშები და სახელმწიფო ვალდებულია მათი ინფორმირება მოახდინოს.
როცა სახელმწიფო ინფორმაციას არ გვაძლევს, ეჭვები უფრო ღრმავდება - ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე მსგავსი დაჯგუფება?!“ - აღნიშნავს ზოდელავა და დასძენს, რომ არსებობს ეჭვები კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებითაც.
„ჩნდება ეჭვი რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან - მოქრთამეს ვინმე მაღალჩინოსანი და მან გადმოიყვანა საზღვარზე. ან ჩვენი უშიშროება საშიშ თამაშებშია ჩართული, როგორც ეს იყო ჩატაევის შემთხვევაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე.“
მასალის გამოყენების პირობები






