რეკორდი მოსხნილია: "ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას 7 მილიარდიან საგარეო ვალს უტოვებს - რა ბედი ელის მოსახლეობას და ქართულ ეკონომიკას
პოლიტიკა - 11:11, 03 Jun, 2020     803

2020 წელს საქართველოს მთავრობა 7.1 მილიარდი ლარის საგარეო ვალს იღებს. მთავრობის საგარეო ვალის დაფარვაზე კი მიმდინარე წელს 1.1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ მომზადებულ დოკუმენტშია საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში ვალდებულებების წმინდა ზრდა, ანუ სხვაობა აღებასა და დაფარვას შორის , 7.8 მილიარდი ლარი იქნება. აქედან საგარეო ვალის წმინდა ზრდა 6.1 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო ვალის წმინდა ზრდა 1.7 მილიარდი ლარია.

გარდა ამისა, მთავრობა საგარეო ვალის სახით 2021 წელს 3.4 მილიარდ ლარს, 2022 წელს კი 2.1 მილიარდს ლარს აიღებს.

მიმდინარე წელს მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან 58% იქნება, 2021 წლის პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი 57.6% იქნება. ამასთან, საგარეო ვალის მომსახურება პროცენტულად ბიუჯეტის შემოსავლებთან 2020 წელს 12.5%-შეადგენს, ხოლო 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებლის საპროგნოზო მნიშვნელობა 21.9%-ია.

2020 წელს 4%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 4%, ხოლო 2022 წელს 6%-იანი ზრდაა პროგნოზირებული. 2020 წელს ექსპორტის 6.8%-იანი კლება, ხოლო იმპორტის 0.7%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, 2021 წლის პროგნოზით, კი ექსპორტი 9.5%-ით, იმპორტი კი 6%-ით გაიზრდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42