3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 19:06, 02 Jun, 2020     1356

ვერძი

გადახედეთ სამოქმედო გეგმებს და დროულად შეიტანეთ მათში შესწორებები, ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ, ერიდეთ მზეს და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკვები პროდუქტების ხარისხს.

კურო

შესაძლოა მოულოდნელად ძველმა პრობლემამ იჩინოს თავი, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, ყველაფერი არც ისე ცუდადა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ აუცილებლად დაძლევთ წინააღმდეგობებს თქვენს გზაზე.

ტყუპები

საქმეები მრავლადაა და ბევრი რამ უნდა მოასწროთ. მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივები ძალიან შთამბეჭდავია და ყველაფერი მარტივად გეჩვენებათ, ერიდეთ ავანტიურას და მხოლოდ გონივრულად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

რა სირთულესაც არ უნდა გადაეყაროთ დღეს ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს, დიდებულად შესრულებული სამუშაო უფროსობისგანაც სათანადოდ დაფასდება და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი იქნებით.

ლომი

სამუშაო პროცესში მოსალოდნელია დაპირისპირება რომელიმე კოლეგასთან, მართალია უთანხმოება არ გართულდება, მაგრამ მოგებული დარჩება ის, ვინც პირველი წავა კომპრომისზე.

ქალწული

მოგეცემათ საშუალება იამაყოთ თქვენი შესრულებული სამუშაოს შედეგებით და თავი მეტად მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად იგრძნოთ. მთავარია წინსვლამ თავბრუ არ დაგახვიოთ და არ გაყოყოჩდეთ.

სასწორი

დღეს ნურავის დაუპირისპირდებით და ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირი, დაიცავით თქვენი ინტერესები კეთილგონიერების ფარგლებში და ნუ გადაამეტებთ თქვენს უფლებებს.

მორიელი

შესანიშნავად აფასებთ მთელ ვითარებას, რომელიც ირგვლივ სერიოზული განხეთქილების მიზეზი შეიძლება გახდეს. აიღეთ ინიციატივა თქვენს თავზე და შეუდექით მოქმედებას მდგომარეობის გამოსასწორებლად.

მშვილდოსანი

შემოქმედებითად აქტიური დღეა და შესაძლოა დიდი წარმატების მომტანიც აღმოჩნდეს თქვენთვის, დღეს თვითონვე გაგაოცებთ საკუთარი უნარების ახლებური აღქმა.

თხის რქა

ერთფეროვანი და მონოტონური დღე ცუდად აისახება თქვენს განწყობასა და საქმიანობაზე. ნურავის ელოდებით, იზრუნეთ და თვითონ გაიხალისეთ, გააფერადეთ თქვენი ცხოვრება.

მერწყული

ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სიფრთხილე გამოიჩინეთ ბიზნესში, განსაკუთრებით ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით. ნუ შეეცდებით ერთ დღეში მწვერვალების დაპყრობას.

თევზები

აიღეთ სტარტი და თანდათან უმატეთ შრომის ტემპს, ყველას დაანახეთ თქვენი მონდომება და შეუპოვრობა, საჭირო შემთხვევაში კარგი იქნება დიპლომატია და მანევრირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42