მართალია, „ქართული ოცნება“ თეთრხალათიანებს პოლიტიკურ ფარად ხშირად იყენებს, თუმცა მათი მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისკენ გადადგმული ნაბიჯები იმდენად მცირეა, რომ ქვეყნის მთავარი ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა covid 19-ს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. შენობაში არსებულ მძიმე სანიტარული მდგომარეობის შესახებ, პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა არაერთხხელ ისაუბრეს, შენობაში არსებულ მძიმე სურათს „ნიუპოსტისთვის“ მოწოდებული ფოტოებიც ნათლად ასახავს.
ყველაზე დრამატული კი ის არის, რომ შენობა, სადაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრია განთავსებული, თავად ცენტრს არ ეკუთვნის. ის 2009 წელს "ავერსი ფარმამ" $12.5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.
შენობის მეპატრონე ამბობს, რომ უკვე რამდენიმე წელია საავადმყოფო ქონებას უკანონოდ იყენებს. „ავერსი ფარმასთვის“ მიყენბებული ზარალია კი ათეული მილიონია. მეტიც, როგორც ირკვევა, სახელმწიფო "ავერსი ფარმას"საიჯარო თანხას 2019 წლიდან არც კი უხდის.
არადა სახელმწიფოს ცენტრისთვის ახალი შენობა რამდენიმე წლის წინ უნდა გადაეცა. ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ეზრუნათ მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფექციური ცენტრის აშენებაზე, თუმცა ეს ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებიათ.
კორონაპანდემიის დაწყებამდე ინფექციური საავადმყოფოს გადაყვანა დიღომში, ბელიაშვილის 21 ნომერში უნდა მომხდარიყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" 2019 წელს 12,780 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერიც კი გამოაცხადა. ტენდერში კომპანია "აპექს სტუდიო 1"-მა გაიმარჯვა. ახალ შენობაზე უწყებას 25 მილიონ ლარამდე უნდა დაეხარჯა.
თუმცა პანდენმიის პირობებში, როგირც ჩანს გეგმები შეიცვალა. თენგიზ ცერცვაძემ მედიას უთხრა, რომ მათ პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ სახელმწიფო საავადმყოფოს უკვე დასრულებულ შენობაში გადაიყვანს.

ჩვენი ინფორმაციით, გახარია ცერცვაძეს სამედიცინო ინოვაციების ცენტრის გადაცემას დაჰპირდა, რომელიც სანახევროდ დამთავრებულია, თუმცა ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პირობის შესრულებას ხელისუფლება არ ჩქარობს. ამბობენ, რომ საკითხის გაჭიანურებას ცერცვაძის გაღიზიანება მოჰყვა.
„ნიუპოსტს“ ხელში ჩაუვარდა ინფექციური საავადყოფოს ხელმძღვანელის თნგიზ ცერცვაძის წერილი, სადაც ის შენიბის ირგვლვ არსებულ გაურკვევლობაზე ხელისუფლების მაღალჩინიოსნებს მკაცრი ტონით წერს და ოფიციალურ განმარტებს ითხოვს.
„ავადმყოფები საშინელ აგრესიას გამოთქვამენ იმაზე, რომ ასეთ საგანგებო სიტუაციაში მომუშავე საავადმყოფოს არა აქვს ცხელი წყალი და სხვა ელემენტარული პირობები პაციენტებისათვის. ხშირად ისინი უარს აცხადებენ დაწოლაზე. ჩვენ ჯერ-ჯერობით ვახერხებთ, რომ ამ აგრესიამ გარეთ არ გაჟონოს, მაგრამ არ ვიცით როდემდე.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრის ასეთ პირობებში საქმიანობა შესაძლებლად მიაჩნია და რაიმე გამოსავლის მოძებნას არ ჩქარობს.
როგორც გვითხრეს, შპს „ავერსი-ფარმას“ ხისტი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით სამინისტრო/სახელმწიფო აღარ აპირებს ჩვენთვის „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის გადმოცემას, ხოლო ბელიაშვილის ქუჩაზე მშენებლობა საერთოდ უიმედოა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციითაც, მართლაც შესაძლოა კიდევ ერთხელ განმეორდეს სცენარი, როცა ბ-ნი სერგეენკო და ქვეყნის ხელმძღვანელები აკეთებდნენ საჯარო, ხმაურიან დაპირებებს ახალი შენობის თაობაზე, რომელიც შემდეგ არ სრულდებოდა. ანუ უსინდისოდ გვატყუებდნენ.
რაც შეეხება შენობის ფასს, ბ-ნმა გიორგი გახარიამ ჩვენთან შეხვედრისას კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ მან იცის, რომ შენობა ძვირი დაჯდება, მაგრამ მზადაა ამისთვის, რადგან ჩვენი უშენობოდ დატოვება აღარ შეიძლება და რომ სახელმწიფო „დროში იხდის ფულს“, რადგან ყველა სხვა ვარიანტი დროში უსასრულოდ გაიჭიმება. ამის შემდეგ რა შეიცვალა? როცა შენობის ფასზე ვლაპარაკობთ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს ცენტრის საკითხის გადაუწყვეტელობა უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე შენობაში 1-2 მილიონით მეტის გადახდა. ასე მაგალითად, სამინისტრო ყოველწლიურად უხდის შპს „ავერსი-ფარმას“ იჯარის თანხას 430 ათას ლარს (სულ გადახდილი აქვს 2 მილიონ 700 ათასი ლარი) და კიდევ რამდენი ექნება გადასახდელი, არავინ იცის, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოს მიერ წყალში გადაყრილი ფულია. აგრეთვე ისიც, რომ 2018 წლის ბოლოს ცენტრისთვის შეძენილი 2.5 მილიონი ლარის აპარატურა დასაწყობებულია, გამოუყენებელია და ფუჭდება. სახელმწიფომ დაკარგა უშუალოდ ჩვენი ძალისხმევით „გლობალური ფონდისგან“ საჩუქრად მიღებული 4.5 მილიონი ევრო და კორეის და ჩინეთის მიერ შემოთავაზებული 5-5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აპარატურა. ამას არ სჯობს, რომ შენობაში 1-2 მილიონით მეტი გადავიხადოთ და საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს?
ბ-ნი გიორგი გახარია იმასაც მყარად შეგვპირდა, რომ ბ-ნ კურტანიძეს დაითანხმებდა ჩვენს დროებით იქ დარჩენაზე. რატომ არ იყენებთ ამ შესაძლებლობას? თუ ესეც ცრუ დაპირება იყო? რატომ ცდილობთ ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმების საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ მინისტრის მოადგილის დონეზე? ხომ ხედავთ, რომ ეს უშედეგოა. ვფიქრობთ, რომ სათანადო მონდომების შემთხვევაში ბ-ნი კურტანიძის დათანხმება სავსებით შესაძლებელი იყო.
ჩვენ არ ვიცით კიდევ რა სიტყვებით შეიძლება აგიხსნათ, რომ ასეთ პირობებში ცენტრის საქმიანობის გაგრძელება მართლა შეუძლებელია“- წერს ცერცვაძე.
ცერცვაძის კიდევ ერთ გასაიდუმლოებულ წერილში, რომელიც „ნიუპოსტმა“ მოიპოვა, მედიკოსი ხელისულებისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვს.
„მოკლე ვადაში ოფიციალურად გვაცნობოთ აპირებს, თუ არა სამინისტრო და სახელმწიფო ჩვენი ცენტრისათვის „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის გადმოცემას და თუ კი - რა ვადებში. ხოლო თუ არ აპირებს, მნიშვნელობა არა აქვს თუ რა მიზეზით, მაშინ ამის შესახებ ახლავე, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადოთ. ასევე გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენი პოზიცია ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე. ახლა მაინც დაგვეხმარეთ ბოქსირებული კორპუსის რემონტის გაკეთებაში“- ნათქვამია წერილში.
ცერცვაძე წერილში ხელისუფლებას ერთგვარად ემუქრება კიდეც:
„ შეგვატყობინეს კიდევ ერთი კურიოზული ფაქტი. როგორც ადრე მოგახსენეთ, ა.წ. 28 იანვარს რეგულირების სააგენტოს კომისიამ შეისწავლა ცენტრის სანებართვო პირობები და დააფიქსირა, რომ ცენტრს არა აქვს „ვენტილაცია უარყოფითი წნევით“, დღეს გვაცნობეს, რომ გვიბარებენ სასამართლოში დასაჯარიმებლად. კურიოზია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე და განსაკუთრებით ბოლო შვიდი თვის მანძილზე არაერთგზის წერილობით მივმართეთ სამინისტროს, რომ არა გვაქვს „სავალდებულო ვენტილაცია უარყოფითი წნევით“, ისევე როგორც არა გვაქვს გამწმენდი ნაგებობა და უამრავი სხვა მინიმალურად აუცილებელი პირობები, რის გარეშეც ცენტრის ფუნქციონირება არ შეიძლება და ვითხოვდით ბოქსირებული კორპუსის რემონტს (სადაც ეს ვენტილაცია უნდა იყოს), აგრეთვე დახმარებას ბ-ნ კურტანიძესთან იჯარის გაფორმებაზე, რის შემდეგაც ჩვენ თვითონ შევეცდებოდით ვენტილაციის სისტემის გაკეთებას. ჩვენ ასევე არაერთგზის მივმართეთ პირადად ბ-ნ კურტანიძეს ნებართვისათვის, მაგრამ ასევე უშედეგოდ.
ახლა რა გამოდის, რომ სამინისტრო იმის მაგივრად, რომ დაგვხმარებოდა სავალდებული ვენტილაციის გაკეთებაში, თუნდაც COVID-19 ეპიდემიის საფრთხის გაჩენის შემდეგ, სასამართლოში გვიჩივის იმ საკითხზე, რომლის გადაწყვეტის ვალდებულება თვითონ ჰქონდა და არ გადაწყვიტა. ამაზე მეტი მკრეხელობა შეიძლება? თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ საკითხის სასამართლოში გარჩევა კარგი იქნება? რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ იძულებული გაგვხადოთ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რისი გადადგმაც ძალიან არ გვინდა. ამას თვით სისხლის სამართლის დამნაშავე ბ-ნი სერგეენკოც კი არ აკეთებდა. ვერ წარმოვიდგენდით, თუ ეს კაცი ოდესმე სანატრელი გაგვიხდებოდა“- წერს თენგიზ ცერცვაძე.
„ნიუპოსტი“ ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს დაუკავშირდა, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ შენობის გადმოცემის საკითხზე მას „ბევრი ადამიანისთვის“ მიუწერია წერილი. თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა არც „მკაცრი ტონი უარყო“.
- რა ეტაპზეა ინოვაციების ცენტრის გადაცემის დაპირება?
- რამდენადაც მე ვიცი, გადაფორმების პროცესი მიმდინარეობს, არ ვიცი რამდენ ხაში მოხდება, თუმცა როგორც ვიცი ფორმალური საკითხები კეთდება.
- გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თქვენ ვიცე პრემიერს საკმაოდ მძიმე წერილი მისწერეთ და შენობის გადმოცემასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამთ.
- ვერ გეტყვით, რამდენად მაგის შემდეგ მოხდა, პრემიერმა ეს (ინოვაციების ცენტრის გადმოცემა) 30 დეკემბერს შეგვპირდა და ეს პროცესები მიდის. შენობის ექსპერტიზიდან დაწყებული, მისი შეფასება, რამდენად განთავსდება იქ ბოქსები, ყველაფერს თავისი სპეციფიკა აქვს. სამი თვეა ეს პროცესი მიმდინარეობს და როგორც ვიცით დასასრულს უახლოვდება.
რამდენად იმოქმედა წერილმა არ ვიცი, მე დრო და დრო ვწერდი წერილებს ბევრ ადამიანს და თქვენ რომელ წერილზე საუბრობთ ესეც არ ვიცი.
- წერილში თქვენ ამბობთ: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ იძულებული გაგვხადოთ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რისი გადადგმაც ძალიან არ გვინდა...
- ამ ნაბიჯებში ვგულიხმობდი იმას, რომ მოგვიწევს სამუშაოების შეწყვეტა... პრემიერის პირობა ძალაშია ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნებიან. უამრავი რაღაც გამოითვალეს. რამდენი კვადრატული მეტრი გვჭირდება, როგორი სტრუქტურა აქვს საავადმყოფოს. ყოველ დღე რაღაცას ითხოვენ ჩვენგან და ყოველ დღე რაღაცას გვწერენ. მრჩება შთაბეჭდილება რომ არათუ ძალაშია, არამედ ძალიან ჩქარობენ.
- ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხზე თქვენსა და მთავრობას შორის გარკვეული უთანხმოება იყო...
- არავითარი უთანხმოება არ ყოფილა იმის გარდა, რომ გვიანდებოდა შენობის გადაცემა. სხვა არავითარი უთანხმოება არ გვქონია.
ხშირად ვწერდი წერილებს შენობის გადმოცემა დაეჩქარებინათ, თქვენ რომელი წერილი გაქვთ მე არ ვიცი. მე ძალიან ბევრს ვწერდი, დაწყებული კვირიკაშვილიდან, ვწერდი პრემიერებს, მინისტრებს. 2019 წლის 30 დეკემბერს დამიძახა პრემიერმა გახარიამ მითხრა რომ შენობის აშენებას დიდი დრო დასჭირდებოდა, სწორად იმსჯელა, ის შენობა კიდევ 2-3 წელი არ იქნება და შემოგვთავაზა უკეთესი ვარიანტი, უკვე აშენებულის გადმოცემა. კორონაპანდემიის დროსაც გვეუბნებოდა, რომ საქმე მიდის.
-კორონაპანდემიის დროს წერდით თუ არა მსგავს წერილებს?
- შენობის საკითხი კორონაპანდემიის დროსაც აქტუალური იყო, მაგრამ პანდემიის დროს აღარ ვწერდი წერილებს, რადგან ამ დროსითვის შეპირება უკვე მიღებული გვქონდა.
- წერილში, კი რომელიც მე გადმომცეს უკმაყოფილებას გამოთქვამთ რომ რეგულირების სააგენტო „ვენტილაციის უარყოფითი წნევის“ არ ქონის გამო, თქვენს დაჯარიმებას ითხოვდა. ამონარიდი თქვენი წერილიდან: „ახლა რა გამოდის, რომ სამინისტრო იმის მაგივრად, რომ დაგვხმარებოდა სავალდებული ვენტილაციის გაკეთებაში, თუნდაც COVID-19 ეპიდემიის საფრთხის გაჩენის შემდეგ, სასამართლოში გვიჩივის იმ საკითხზე, რომლის გადაწყვეტის ვალდებულება თვითონ ჰქონდა და არ გადაწყვიტა. ამაზე მეტი მკრეხელობა შეიძლება? თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ საკითხის სასამართლოში გარჩევა კარგი იქნება?...“
- ეს წერილი არა ვიცე პრემიერისთვის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მაქვს მიწერილი. კოვიდის დროს, როცა რეგულირების სააგენტო იყო შემოსული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში , „ვენტილაციის უარყოფითი წნევა არ გვქონდა“ და ჩემი წერილი შებიბის გადმოცემას კი არა, ეხებოდა იმ საკითხს, რატომ წაიღეს ეს საქმე სასამართლოში, მით უფრო მაშინ, როცა „უარყოფითი წნევა“ კორონადაავადებისთვის აუცილებელი არ არის. საქართველოს 12 ქალაქში არსებულ კლინიკაში სადაც ინფიცირებულები წვებიან, არსად არ არის „ვენტილაციის უარყოფითი წნევა.
მასალის გამოყენების პირობები






