მისი თქმით, ამ პოზიციას ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიც იზიარებან.
„მიზანი არის, რომ პირველივე ტურში ნათელი იყოს ვითარება. ეს არის საკვანძო და ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს ან იმუშავებს, ის ზოგ შემთხვევაში გულწრფელად, ოღონდ ტაქტიკურად სერიოზულად ცდება და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძალიან სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია მიმდინარეობს .
რაც შეეხება პოლიტიკური პარტია ლელოს პოზიციას, რომ საერთო კანდიდატების დაყენებამ მათ, შესაძლოა, პარტიული ხმები დააკარგვინოს, ბოკერია პასუხობს, რომ ურბანულ ცენტრებში ხმები არ იკარგება.
"ეს არ არის საკვანძო. ურბანულ ცენტრებში, განსაკუთრებით თბილისში, ამ ტიპის კოორდინაცია მხოლოდ მატებს ხმას ჯამში ოპოზიციას და რისკებს გვიმცირებს მთელ ქვეყანას და ამცირებს რისკებს", - ამბობს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






