ყვარლის ედემმა "ოცნებას" 65000 ლარი შესწირა და რამდენიმე დღეში 277300-ლარიანი კონტრაქტი მიიღო — საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
პოლიტიკა - 16:01, 02 Jun, 2020     671

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, სასტუმრო "ყვარლის ედემის" მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20-23 მარტს „ქართულ ოცნებას” 65 ათასი ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს - სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ.

TI მიიჩნევს, რომ ეს კონტრაქტი კითხვის ნიშნებს აჩენს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასტუმროს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მანამდეც ჰქონდა, თუმცა 2013-2019 წლებში წამში 400,000 ლარის ღირებულების და ერთი კონტრაქტით ამ წლებში არასდროს მიუღიათ 76,000 ლარზე მეტი.


"საქართველოში „კოვიდ 19”-ის ვირუსის გავრცელების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაიწყო. ამ მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ ათობით სასტუმროსთან გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტები გააფორმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება, მათ შორის სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების გარემოებებს სწავლობს.

მომატებული კორუფციული რისკებიდან გამომდინარე, ყურადღება მიიქცია შპს „ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც, სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ. ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმრომ 45 ნომერი უნდა გამოყოს 2 თვის ვადით.

შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს.

სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76,000 ლარი ჰქონდა მიღებული.

შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს ქართულ ოცნებას 5,000 ლარი შეწირა. „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით 2019 წლის სექტემბერში ქართულ ოცნებას 100,000 ლარი შესწირეს. ქართული ოცნებისთვის ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:

  • მიმდინარე წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25,000 ლარი შეწირა. 2019 წლის მაისში კი - 60,000 ლარი.
  • კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 13,000 ლარი შესწირა.
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ ოცნებას” 5,000 ლარი შეწირა.
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს 17,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას”. 2019 წლის მარტში 10,000 ლარი აქვს შეწირული.

შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

შპს „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.1

მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება კორუფციის მხრივ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. ასეთ შემთხვევებში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ცხადად გაწერონ ობიექტური კრიტერიუმები, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ მიმწოდებლებს. სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ" - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42