"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინონ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხება" - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:56, 02 Jun, 2020     474

„ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, პირველ ტურში მაჟორიტარებზე შეთანხმება და კოორდინირება პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ოპოზიციური ძალის ამოცანა უნდა იყოს.

„პრემიერობის კანდიდატები შესაძლოა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელოს, ამაში არავითარი პრობლემა არ არის, ოღონდ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, საბოლოოდ, თუ ვინ იქნება პრემიერი, გადაწყდება იმით, თუ როგორი კოალიციური შეთანხმება იქნება. ამიტომ, ახლა ამისთვის დიდი ყურადღების მიქცევა სწორი არ მგონია.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირება და შეთანხმება მოხდეს. ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცას მხარს დაუჭერს, ჩემი აზრით, სწორი მიდგომა არ არის. მეორე ტურში ისედაც იგულისხმება, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ ტურში ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, გადალახოს წინააღმდეგობა და მოახდინოს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინირება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“,-განაცხადა კაპანაძემ და დასძენს „მათი ამოცანა პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს“.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინონ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხება ან პოზიციების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში. ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, შეიძლება იყოს კანდიდატების არდაყენება, შეიძლება საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს. ამიტომ, ახლა მეორე ტურზე საუბარი, მაშინ, როდესაც ოპოზიციაში დიდი პროცესები არის დაწყებული, არ მგონია, სწორი იყოს. პირველ ტურში მაჟორიტარებზე შეთანხმება და კოორდინირება ამ ეტაპზე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ოპოზიციური ძალის ამოცანა უნდა იყოს“,-აცხადებს სერგი კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42