ადგილობრივი მოსახლეობა გაზგასამართი სადგურის გადატანას მოითხოვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელი კორპუსები მშენებლობისთვის ნებართვები მას შემდეგ გაიცა, რაც გაზგასამართი სადგური უკვე მუშაობდა.
კომპანია "ეკო გაზის" დირექტორი მედიასთან მცირე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "კომპრესორი შემთხვევით არ ფეთქდება".
„ეკო გაზის“ დირექტორი ირწმუნება, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მისი თქმით, აფეთქდა კომპრესორი და არა გაზის საცავი ბაკი.
ხელმძღვანელ პირს უჭირს საუბარი, ეს ადამიანური ფაქტორი იყო, დაუდევრობა თუ სხვა რამ, თუმცა დავით ქუთათელაძე არც მიზანმიმართულ ქმედებას გამორიცხავს.
"საერთოდ, აფეთქება ეგრე სპონტანურად არ ხდება, შეიძლება ბალონი აფეთქდეს, მაგრამ კომპრესორი არ ფეთქდება ხოლმე. ვიღაცეები რომ საუბრობენ თურმე, რომ აქ "კალონკა" არ უნდა იყოს, იქნებ თვითონ ისინი არ უნდა იყვნენ აქ. დაუდევრობაა 2008 წლის მერე, ესე იგი...
ეს "კალონკა" აქ 2008 წელს აშენდა და ეს შენობები გუშინ აშენდა. ვიღაცეები რომ საუბრობენ, რომ თურმე ეს არ უნდა იყოს, საინტერესო ის არის, ესენი (კორპუსები) რატომ არიან. დაუდევრობა 2008 წლიდან, 2020 წელს მოვიდა 12 წლის მერე?"- ამბობს ეკო გაზის დირექტორი დავით ქუთათელაძე.
გაზგასამართი სადგრური თბილისის ცენტრში გუშინ საღამოს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები






