რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმარა და დაგმო ხელისუფლება ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
„ამ მომენტიდან ამერიკის შეერთებული შტატები კარგვას ყველანაირ უფლებას, მათ შორის მორალურსაც და ეთიკურს, რომ დედამიწაზე ვინმეს რაიმე დონის შენიშვნა მისცეს ადამინის უფლებების დარღვევაზე“- აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გამოსვლასთან დაკავშირებით, იმაზე მეტყველებდა და ქმნიდა მოლოდინს, რომ ამგვარი განვითარება მომხდარიყო სახელმწიფოში.
ზახაროვას თქმით, იგი ელოდება კომენტარს ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით ისეთი უწყებებიდან როგორიცაა ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
მასალის გამოყენების პირობები






