სახელმწიფო საგუნდო კაპელა მძიმე პირობების გამო მუშაობას წყვეტს
საზოგადოება - 11:14, 11 Nov, 2013     974

ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა მძიმე სოციალური და მატერიალური პირობების გამო შემოქმედებით მუშაობას წყვეტს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირობების გაუმჯობესებამდე კაპელა მუშაობას არ აღადგენს:

"გვინდა იმ შედეგებს შევეხოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მომხდარ პოლიტიკურ-კულტურულ ძვრებს მოჰყვა: - 2005 წლის დასაწყისში მანამდე დამოუკიდებლად მოღვაწე სახელმწიფო კაპელა მისი უშუალო მმართველების პროტესტის მიუხედავად, ახლად დაარსებულ "საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გააერთიანეს". პროტესტი გამოწვეული იყო ერთადერთი მოსალოდნელი პრობლემით: ავტონომიის დაკარგვა კოლექტივს დიდწილად შეუკვეცავდა დამოუკიდებლად მოღვაწეობისა და სხვა ორკესტრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.
უნდა ითქვას, რომ რთულ 90-იან წლებთან შედარებით, ნამდვილად გაუმჯობესდა როგორც მატერიალური, ისე ტექნიკური პირობები. თუმცა გავიდა ცხრა წელი და სახელმწიფო კაპელის ანაზღაურება დღემდე უტოლდება იმ საარსებო მინიმუმს, რომელიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ჩანდა წლების წინ, მაგრამ დღეს ეს თანხა სრულიად უმნიშვნელოა. მანამდე არსებული 50 ლარიდან მომღერლის ანაზღაურებამ მიაღწია 200 ლარს! ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში დღესაც არაფერია იმაზე მყარი და სტაბილური, ვიდრე კაპელისთვის წლების წინ დანიშნული და დღემდე უცვლელი ორასი ლარი! ამის პარალელურად კი საქართველოში ჩვენი კოლეგა კოლექტივების ხელფასები ოთხასიდან - შვიდას ლარამდე მერყეობს (ოპერის თეატრის სახელმწიფო გუნდი, აფხაზეთის ა.რ. კაპელა, ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო გუნდი)!
ხელფასების ზრდა ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში მოდის იმ სამინისტროდან, რომელსაც ექვემდებარება ესა თუ ის ორგანიზაცია. კაპელამ ბუნებრივია, გამოთქვა პროტესტი თავდაპირველად კულტურის სამინისტროს მისამართით: თუ ექცევა ყურადღება სხვა საგუნდო კოლექტივებს, რით დაიმსახურა სრული იგნორირება სახელმწიფო კაპელის სტატუსის მატარებელმა ერთადერთმა საგუნდო კოლექტივმა?!
სამინისტროს მხრიდან მოხდა მუსიკალური ცენტრის მმართველების დადანაშაულება, ვინაიდან ცენტრს უკვე მიუღია დანამატი, რომელიც, შიდა გადაწყვეტილებით, სრულად მოხმარდა მხოლოდ ორკესტრს და ჩასაბერ საკრავთა ახალი ანსამბლის დაარსებას - ანუ უფლებრივი თვალსაზრისით მუსიკალური ცენტრის ისეთივე კოლექტივებს, როგორიც არის კაპელა! შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცენტრში საქმე გვაქვს კოლექტივების სუბიექტურ გამორჩევასთან. ამასვე ადასტურებს ყველა კომერციული კონცერტი, სადაც თავდაპირველად მხოლოდ ორკესტრი ჩნდებოდა და მას ეწეოდა პოპულარიზაცია, ხოლო კაპელის წევრთა ერთიანი პროტესტის შემდეგ იძულებით მოდური გახდა თითქოს მსგავს პროექტებში კაპელის დამატებაც. თუმცა "გერისა და დედინაცვლის" ურთიერთობა სხვა შემთხვევებშიც შენარჩუნდა: კაპელის აზრი იგნორირებულია საერთო კონცერტების თარიღის, სარეპეტიციო გრაფიკის დანიშვნისას. ხოლო კონცერტებზე საათი-საათნახევარი გუნდს ფეხზე დგომა უხდება გაუმართავ საკონცერტო სადგამებზე, რომელიც არ იძლევა პაუზებში მასზე ჩამოჯდომის საშუალებას, რაც საზოგადოდ მიღებულია მთელ კულტურულ მსოფლიოში. შესაბამისად, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც გუნდი ცოცხალ ანტურაჟს წარმოადგენს სცენაზე (კაპელა ამითაც გამორჩეულია !!!).
მიუხედავად ამისა, კოლექტივი მუშაობს, არ ღალატობს ცენტრს, ქართულ მუსიკას, ქართველ მაყურებელს, იმ ბუმბერაზ კომპოზიტორებს თუ შემსრულებლებს, რომლებიც ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს მხარში უდგანან, იტანს ორკესტრთან გენერალური რეპეტიციის გარეშე კონცერტზე გამოსვლის სტრესს, ხშირ შემთხვევაში დამამცირებელ დამოკიდებულებასა და მდგომარეობას. მაქსიმალურად მცირე დროში ცდილობს კონცერტამდე ორიოდ კვირით ადრე დაკისრებული პროგრამის შესწავლას, თუმცა ეს ერთგულება და ქველმოქმედებაც კი დღემდე დაუფასებელი რჩება მორალური და მატერიალური თვალსაზრისით. უმაღლესი განათლების მქონე, საკუთარი პროფესიის პატივისმცემელი ადამიანისთვის ამ ღირსების შემლახველი ანაზღაურების გამო რეპეტიციები არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში სამჯერ ტარდება, რაც გამოსვლების ხარისხზე უმეტესად დადებითად არ მოქმედებს.
ცენტრის ხელმძღვანელობისგან კაპელას უკვე აქვს დაპირება, რომ თუკი ის სახელმწიფოსგან დამატებით დაფინანსებას მიიღებს, იგი უშუალოდ კაპელას მოხმარდება. ამიტომ, მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, არ დატოვონ ეს კოლექტივი ყურადღებისა და მხარდაჭერის მიღმა, სურვილისა და აუცილებლობის შემთხვევაში თავად გასწიოს კულტურის სამინისტრომ გაღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი; ასევე მანვე იქონიოს მჭიდრო და პირდაპირი საქმიანი ურთიერთობა ახალი დებულების თანახმად არჩეულ მმართველ რგოლთან - კაპელის სამხატვრო საბჭოსთან და ჩართოს საგუნდო კაპელა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ღონისძიებებში.
კაპელის წევრთა გადაწყვეტილებით, არსებული სიტუაციის გამოსწორებამდე და მატერიალური პირობების გაუმჯობესებამდე კოლექტივი წყვეტს შემოქმედებით მუშაობას და უარს ამბობს ცენტრში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობის მიღებაზე", - ნათქვამია სახელმწიფო საგუნდო კაპელის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42