ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება
სამართალი - 11:12, 11 Nov, 2013     4311

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე,  სახდელის ოდენობები მცირდება. 

სიჩქარის გადაჭარბებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) – 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავის ოდენობა 500 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდება. 

ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. 

დგომა-გაჩერების წესების დარღვევა დღეისათვის, 10 ლარიან ჯარიმას და გადაუხდელობის შემთხვევაში 150 ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. 

ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარიანი ჯარიმა ნახევრდება და მისი ოდენობა 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150 ლარის ოდენობით დაერიცხება საურავი. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი. 

მცირდება აგრეთვე განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200 ლარიანი ჯარიმა და მისი ოდენობა 100 ლარი იქნება. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42