ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდი „მაუნთ უითნი“ ბათუმის პორტს ეწვევა
საზოგადოება - 10:41, 11 Nov, 2013     2084
11 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდი „მაუნთ
უითნი“ ბათუმის პორტს გეგმიური ვიზიტით ესტუმრება. ვიზიტის მიზანია
საქართველოს სანაპირო დაცვის კომბინირებული წვრთნების გამართვა.  აღნიშნული
ვიზიტი ხორციელდება აშშ-ს მეექვსე ფლოტის ძალისხმევით განაგრძოს გლობალური
საზღვაო პარტნიორობა შავი ზღვის ქვეყნებთან და გააუმჯობესოს საზღვაო
უსაფრთხოება.

ხომალდს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ატაშე თავდაცვის
საკითხებში პოლკოვნიკი მეტ დიმმიკი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ
ხაბაძე ეწვევიან.



აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდი "მაუნთ უითნი" ბლუ რიჩ კლასის მოქმედი
საესკადრო  ხომალდია, რომელსაც კონტინენტური ამერიკის ყველაზე მაღალი (4,421
მეტრის) მწვერვალის სახელი ეწოდა. საქართველოს ოფიციალური პირები და
ადგილობრივი მაცხოვრებლები ეკიპაჟს ბათუმის ნავმისადგომთან დახვდებიან.
ეკიპაჟის წევრები ბათუმში საზოგადოებრივ პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას.


აშშ-ს ევროპისა და აფრიკის საზღვაო ძალები (მეექვსე ფლოტი) აშშ-ს ევროპულ
სარდლობას მხარს უჭერს ერთობლივი სრული სპექტრის ოპერაციებში. ფლოტი ზღვაზე
თავისუფალი მანევრირების მიზნით მეწინავე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აგრეთვე,
ფლოტი ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშომლობას და მის
გაღრმავებას. ევროპისა და აფრიკის რეგიონში უსაფრთხოების, მშვიდობის და
სტაბილურობის მიღწევის მიზნით ფლოტი მანევრირებისათვის  სრულად იყენებს საზღვაო
სივრცეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42