თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას პროცესი პოლოიტპატიმრის სიტყვით დაიწყო, რურუამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და რეალურად, იარაღი არ ჰქონია.
რურუამ პროცესზე კიდევ ერთხელ მიმართა მოსამართლეს, როგორც რურუამ განაცხადა, სასამართლო არის დაჭაობებული და მოსამართლე ხელს უშლის დაცვის მხარეს დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
„გასაგებია რომ ჩიხშია მართლმსაჯულება. სამწუხაროა, რომ მართლმსაჯულება და სასამართლო ბრალდების მხარე ახლა არის ერთი ჩემ წინააღმდეგ. იარაღი ჩამიდეს და დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გულში იცით რომ ეს ესეა.... ეს სისტემა არის ძველი, დაჭაობებული და თქვენ ამ სისტემის ნაწილი ხართ და ვერ მიდიხართ ამ სისტემის წინააღმდეგ და მე ვეთანხმები დაცვის მხარეს და აცილებას გაძლევთ“, - განაცხადა რურუამ სასამართლო პროცესზე.
მასალის გამოყენების პირობები






