მისივე განცხადებით, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განხილული არ ყოფილა, არც დღევანდელ შეხვედრაზე განხილულა და დიდი ალბათობით, არც მომავალში განიხილება.
აღნიშნულის შესახებ, ქარდავამ, დღეს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრა.
„ძალა ერთობაშია“ აქტიურადაა ჩართული საარჩევნო პროცესებში. ჩვენ ვმუშაობთ ველზე და ვმუშაობთ შტაბშიც. რესურსებს ვაძლიერებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გვაქვს.
რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, ჩვენ, ეროვნულ დემოკრატიული პარტია მხარს დავუჭერთ რეალისტურ კანდიდატს. გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განხილული არ ყოფილა, არც დღევანდელ შეხვედრაზე განხილულა და დიდი ალბათობით, არც მომავალში განიხილება.
ედპ-ის სახელით კოალიციაში პრემიერის პოსტზე მხარს დავუჭერ მხოლოდ რეალისტურ კანდიდატს და ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






