„220/30 საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებს დაპირება 8 მარტის შეთანხმებას უკვაშირდება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით იქნა მიღწეული და ამ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იყო. ამას აშშ-ს კონკგრესმენების, სენატორებისა ევროპარლამენტარების განცხადებებიც ადასტურებს.
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და 8 მარტის შეთანხმების დაცვა, ბიძინა ივანიშვილის და მისი მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
სწორედ ამ ხსენებული შეთანხმების პირობების დაცვა იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის წინაპირობა.“- აცხადებს წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონტიტუციო ცვლილებები არა მმართველ გუნდს, არამედ ოპოზიციას სჭირდება, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






