ჩემი განცხადებები, არც ერთი სიტყვა ვინმე ეთნოსის დისკრიმინაციის შემცველი არ იყო - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა.
მეუფე ამ სიტყვებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„მე რა ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რას გულისხმობს. მათი განცხადება ჩემთვის არის ბუნდოვანი და ორაზროვანი. მე რომ ვუკავშირებდე ჩემს განცხადებებს, მაშინ მე უნდა მივიჩნევდე, რომ თითქოს ვახდენ სხვა ეთნიკური ჯგუფების და რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციას. ეს არის სიცრუე.
ამ ძეგლს აქტუალობა შესძინა ქალაქის მერმა, რომელმაც პანდემიის დროს, ამ გაჭირვების ჟამს მოიცალა და მისთვის პრიორიტეტი გახდა ბოლშევიკის, პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის პატივითა და მარმარილოთი შემკობა.
ჩემი განცხადებები, არც ერთი სიტყვა ვინმე ეთნოსის დისკრიმინაციის შემცველი არ იყო, აქედან გამომდინარე მე ჩემს თავს ნამდვილად არ ვგულისხმობ", - აღნიშნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა "რუსთავი 2"-თან.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე.
ცოტა ხნით ადრე მარნეულის მერს ცოტა ხნით ადრე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მწერლის ძეგლის დემონტაჟი ურჩია. არსებობს აზრი, რომ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება სუსის განცხადება.
მასალის გამოყენების პირობები