ცოტა ხნის წინ შავი კუბოებით გვაშინებდნენ, ახლა ზედმეტი ოპტიმიზმით გვამშვიდებენ, გასაგებად არავინ საუბრობს - რომან გოცირიძე
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ის მესიჯები, რაც ხელისუფლებიდან და ექიმებიდან მოდის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით ზედმეტი ოპტიმიზმია და არავინ საუბრობს იმაზე თუ როგორ უნდა მივიქცეთ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება.
"დღეს ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმიტომ რომ იმ სოფელში მასობრივი ტესტირება ჩატარდა. რომ არ ჩატარებულიყო, არც გამოვლინდებოდა. ცოტა ხნის წინ შავი კუბოებით გვაშინებდნენ, ახლა ზედმეტი ოპტიმიზმით გვამშვიდებენ. თუ ქვეყანა სახლში ჩაკეტე და ყველა საწარმო გააჩერე, ბუნებრივია, რისკი მინიმალური იქნება. საქმე ისაა, შედეგებს ეკონომიკის ჩამოშლის გარეშე მიაღწიო. სწორედ ახლაა საჭირო ქცევის იმ ნორმების დანერგვა, რასაც ევროპაში შეგნებულობით ( და გარკვეული შეზღუდვებით) უწესებენ მოქალაქეები საკუთარ თავს. სულ სხვა ტალღაზე უნდა გადაერთოს ინფორმაციის შინაარსი, სხვა სახის აგიტაცია უნდა იყოს წარმოებული. ხელისუფლება ამას უნდა აკეთებდეს ადგილზეც და ”ცენტრალურ დონეზეც”. ”შემთხვევების ზრდა გახნის ბრალი არ არის”-თავის მართლების ახალი ფორმა გაჩნდა, ტესტირების იგნორირებისა არ იყოს. დიახ, არ არის გახსნილობის ბრალი და სწორია, რომ გაიხსნა, ჩვენც ამას ვითხოვდით, მაგრამ ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება, ამაზე გასაგებად არავინ საუბრობს. ”ვიმოქმედოთ შვედებივით”-გვესმის ხანდახან. როგორ მოქმედებენ შვედები? მე არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მკაცრი ზომები არ გამოუყენებიათ, მაგრამ იცავენ დისციპლინას. რა შედის ამაში, როგორ და ა. შ. ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ისინი ჩრდილოელი ვიკინგები არიან და ჩვენ სამხრეთელი კავკასიელები, არაა კარგი არგუმენტი. გამოჩნდა, რომ ჩვენც შეგვიძლია, როცა საჭიროა, ვიმოქმედოთ რაციონალურად. მინდა ეს მაგალითები და რჩევები მთავრობისგან, პროფესიონალებისგან მესმოდეს. მოეშვა ქეყანა. დაკარგა ხალხმა სიფრთხილე. დახურულ სივრცეში არავის უკეთია პირბადე. პარლამენტშიაც კი, სადაც ერთ პატარა სივრცეში სამასამდე დეპუტატი და მედიასაშულებების წარმომადგენლები ვიყავით თავმოყრილი, ათამდე პირბადიან ადამიანს თუ დათვლიდი. ჯანდაცვის მინისტრიც კი ნიღბის გარეშე იჯდა მთელი დღე. შეზღუდვა ადვილია, როცა სამი ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გემუქრება და მერე ციხე. თვითშეზღუდვაა ძნელი." - წერს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






