ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება დღეს ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც ბრალდებულია მოთავსებული.
აქციის ორგანიზატორი „თავისუფალი ზონაა“, რომლის წევრებიც ამ რამდენიმე დღის წინ ამავე ადგილას ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობდნენ. აქცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაანონსდა. ანონსის ტექსტში ნათქვამია:
„ორშაბათს 11 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე "თავისუფალი ზონა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მატროსოვის ციხესთან გამართავენ აქციას - „თავისუფლება ბაჩო ახალაიას!“.
მობრძანდით და ერთად მოვითხოვოთ ბაჩო ახალაიას თავისუფლება. სირცხვილია, როდესაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება ქართველი პატრიოტი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც კრიმინალური სამყარო გაანადგურა და ომგამოვლილი ქართული ჯარი აქცია ღირსეულ, ანგარისგასაწევ ძალად, გააძლიერა, განავითარა, გააერთიანა ქართული არმია.
თავისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმარს, თავისუფლება ბაჩოს!!!
მისამართი: სასჯელაღსრულების №9 დაწესებულება - მის: თბილისი, აბუსერიძე–ტბელის N 11“.
მასალის გამოყენების პირობები






