ივანიშვილის სპეცოპერაცია აბასთუმანში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 79 მილიონიანი, განადგურებული ტყე და მოტყუებული ევროკავშირი - ივანიშვილმა პარაბოლას მთაზე ოქროს საბადოს მიაგნო 
პოლიტიკა - 20:30, 30 May, 2020     1106
ვიდრე ქვეყანა კორონაპანიკაში იყო, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებაზე გადავიდა - "ნოდარ მელაძის შაბათმა" გაარკვია, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახელისუფლებო სისტემა მუშაობდა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის მორგებული, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა გაეჭრა.

პროექტი 79 მილიონი ჯდება და მას ოლიგარქი ჩვენი ჯიბიდან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტით იშენებს.

"ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მაღალჩინოსნები ახალციხე, ბაღდათი - ქუთაისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზას სტრატეგიულ ობიექტად ასაღებენ.

უფრო კონკრეტულად, თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის მიერ ევროკავშირისთვის გადაგზავნილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო აბასთუმნისკენ მიმავალ გზას ომის შემთხვევისას სტრატეგიულ ობიექტად ასაღებს.

ამასთან გზის მშენებლობას ბორჯომ-ხარაგაულის ხე-ტყე ეწირება. რადგან ეს უნიკალური ტყის საცავი ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ არის, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ევროკავშირის წარმომადგენლების დარწმუნება, რომ გზის მშენებლობა ქართული სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ოფიციალურ დოკუმენტებში ვკითხულობთ რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული გზა გამოყენებულ იქნება სამხედრო ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის გადაადგილებისთვის.

რას ეძებს ივანიშვილი აბასთუმანში - პასუხი მარტივია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარაბოლას მთაზე ძალიან ბევრი და მაღალი სინჯის ოქროს მიაგნო.

პარაკოლოს მთა აბასთუმნიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42