"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მძიმე დღეებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"ქვეყანა რომ სამართავი პულტით გამორთეს და დააპაუზეს, სწორედ ამან მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ ეკონომიკური ვარდნა არის თითქმის 17 % და ამის ამოწევა ძალიან რთულია. რეალურად, არცეთი ნაბიჯი არ გადადგმულა იქით, რომ მოსახლეობისთვის დახმარება აღმოეჩნინათ, მხოლოდ დაპირებები და ლოზუნგები. ოთხი თვეა ხალხი შიმშილობს და თუ სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, ეს შიმშილი კიდევ უფრო მძიმე იქნება", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური გეგმა, როგორ უნდა უპასუხოს გამოწვევებს, როგორ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მოსახლეობა მომავალი პრობლემებისგან. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების გეგმა ვერ იქნება ეფექტური ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის. ის არ პასუხობს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა კაკო ბობოხიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოს დღეს ეკონომიკის მინისტრი საერთოდ არ ჰყავს.
"ჩვენი ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია და არავის აზრად არ მოსვლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მხოლოდ და მხოლოდ გაურკვეველი პროგრამები გვესმის, რომელიც ყოველი გაჟღერების მერე უფრო და უფრო მეტ კითხვას აჩენს. ქალბატონი თურნავა 2020 წელს ამბობს, რომ გვექნება ვარდნა და ეს 17 % არაფერი არ არის, ეს თავიდანვე უნდა სცოდნოდათ როდესაც კეტავდნენ ქვეყანას და ეკონომიკას ასეთ ვითარებაში აყენებდნენ", - აცხადებს ჭიჭინაძე.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელი მოსახლეობისთვის რთული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






