ოპოზიცია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, რურუა ციხეს არ დატოვებს, ისინი განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ.
"რა ფორმატშიც არ უნდა ჩატარებულიყო აღნიშნული განხილვები, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით იქიდან გამომდინარე, რომ რვა მარტის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას და პოლიტპატიმრებს, ბოლომდე შეთანხმებული არ არის. იმედი გვაქვს, რომ უხლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება გიორგი რურუას გათავისუფლება, რის შემდეგაც, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებთ განხილვებში", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას „ევროპულ საქართველოშიც“ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაში აანონსებენ.
"შეთანხმების ბოლომდე შესრულება გულისხმობს პოლიტპატიმრების თემის დახურვას. განხილვები პრინციპული საკითხი არ არის იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რაზეც არის საუბარი. აქ იყო საუბარი ტელეხიდების თუ სხვა ტიპის გზით განხილვების ჩატარებაზე, ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. პრინციპული მომენტი არის, რომ ეს ცვლილებები შევიდეს ძალაში", - ამბობს სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






