ლეშეკ ბალცეროვიჩი - „ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან“
პოლიტიკა - 14:18, 30 May, 2020     655
„ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთიც ხსნის საკუთარ ეკონომიკას, თუმცა, ეტაპობრივად და მე ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ საჭიროა ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების განხილვა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან,“ - განაცხადა პოლონელმა რეფორმატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა ონლაინ სადისკუსიო პანელში „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“ მონაწილეობისას. სადისკუსიო პანელი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და ეკონომისტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი მონაწილეობდნენ.

ბალცეროვიჩის განცხადებით, ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მოკლევადიანი შედეგი - ეკონომიკური ვარდნა სახეზეა, რადგან „არ არსებობდა რაიმე პოლიტიკა, მათ შორის არც აშშ-ში, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლონეთსა და საქართველოზე, რომელიც წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლებას აღკვეთდა.“ მისი თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივა უფრო ოპტიმისტურია. გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირებისას მან აღნიშნა, რომ „ეკონომიკის კუთხით არსებული ყველაზე უარესი სცენარის თანახმად, ეკონომიკური შოკი წელს ან, შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდეს. რის შემდეგაც დაიწყება ეკონომიკის გაჯანსაღება და ეს ძალიან განსხვავდება აშშ-ში გლობალური ფინანსური კრიზისისგან, რაც ძირითადად არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია.“

ბალცეროვიჩმა გარკვეულწილად გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკა პანდემიის პერიოდში და თან აღნიშნა, რომ „ვითარება მომავალ წელს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ბედი ეწევა პანდემიას, არამედ აშშ-ის პოლიტიკაზე. ვფიქრობ, აშშ მოთამაშეა, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მსოფლიოზე, მათ შორის, ნეგატიური თვალსაზრისითაც. პირველ რიგში, ვგულისხმობ პროტექციონიზმს - პროტექციონიზმი ძალიან სახიფათოა. მე იმდენად არ მეშინია ჩინეთის, რადგან ჩინეთი უფრო დაინტერესებულია ეკონომიკის გახსნაში, ვიდრე აშშ. ამიტომ, თვალი უნდა მივადევნოთ, რა მოხდება აშშ-ში, განსაკუთრებით მის პოლიტიკაში. მსხვილი ქვეყნების მთავრობები, ცენტრალური ბანკები მხარს უჭერენ არატრადიციულ მონეტარულ პოლიტიკას, რაც შესაძლოა არ იყოს ეფექტური. მე არ ვუჭერ მხარს ამგვარ პოლიტიკას პატარა ქვეყნებისთვის, თუნდაც როგორიც პოლონეთი და საქართველოა. ვფიქრობ, რომ ამგვარი პოლიტიკა მათ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს, ვიდრე დიდ ქვეყნებს.“

პოსტპანდემიურ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო რეკომენდაციებზე საუბრისას ბალცეროვიჩმა აქცენტი ნდობის ფაქტორსა და მონეტარულ მოლიტიკაზე გააკეთა: „საჭიროა გარკვეული ავტომატური ფისკალური სტაბილიზატორების ამოქმედება. მაგრამ ამას გარდა, საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულება. უნდა გვახსოვდეს რას მიაღწია საქართველომ - ზომიერ მშპ-ს, სტაბილურობას და ნდობას. ვფიქრობ, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. ვიცი, რომ საქართველო საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ გარკვეული ტვირთები კვლავ რჩება, რომლებიც უნდა მოიხსნას. მთელი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ნდობის გაზრდაზე კერძო სტრუქტურებთან მიმართებაში.“ ხოლო მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ პირველ რიგში, განვიხილავდი ლიკვიდურობის პრობლემებს კომერციულ ბანკებში. თუმცა, უარს ვიტყოდი მსხვილ მონეტარულ სტიმულირებაზე, როგორიცაა რაოდენობრივი შემსუბუქება (QE). სწორედ ეს ფაქტორები გადაწყვეტს, რამდენად სწრაფად მოხდება ეკონომიკის გაჯანსაღება.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42