თბილისში გადახდილი დაბადების დღისა და მას შემდეგ, რაც 38 წლის იუბილე „წისქვილში“ ახლობელთა წრეში ქეიფითა და მცხეთაში გასეირნებით აღნიშნა, ქართული წარმოშობის რუსული ტელევიზიების სახემ თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ფოტო გამოაქვეყნა.
ერთი მათგანი, სადაც ის შალვა რამიშვილთან ერთადაა გადაღებული, კანდელაკმა WEBSTAGRAM-ზე გამოაქვეყნა, თუმცა, სხვა დროს მიერ ატვირთული ფოტოებისგან განსხვავებით, ამ ფოტოს მოწონების გამომხატველი კომენტარები არ მოჰყოლია: პირიქით, ინტერნეტმომხმარებლებმა „საზიზღარი“, „შეუსაბამო“ და „საშინელი“ უწოდეს თინა კანდელაკის კაბას, რომლითაც ის თბილისში იუბილეზე იწონებდა თავს.
თინა კანდელაკის კაბა "ვებსტაგრამზე", მასალის გამოქვეყნების დროისთვის, მხოლოდ ერთ მომხმარებელს ჰქონდა მოწონებული.

განსაკუთრებით უარყოფითი კომენტარები თინა კანდელაკმა ღრმა დეკოლტის გამო დაიმსახურა. მის მეგობრებსა და სხვა მომხმარებლებს არც თინა კანდელაკის მიერ ფოტოზე ნახევრად ხუმრობით მინაწერი დარჩენიათ უყურადღებოდ:
„პირველ სიყვარულთან ერთად... რამიშვილი შალვა. ის გავიცანი 5 ნოემბერს, როცა 19 წლის ვიყავი. დაქორწინება არ გამოვიდა...“. - ამ კომენტარს ერთერთმა მომხმარებელმა უპასუხა:
„თინა, კარგია, რომ არ დაქორწინდით, რაღაც, ერთად ვერ იმზირებით მაინცდამაინც კარგად...“
მასალის გამოყენების პირობები






