ბოკუჩავა გახარიას: ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია-გახარიას სახელს
პოლიტიკა - 15:39, 29 May, 2020     364

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში პრემიერ გიორგი გახარიას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ქართველი ახალგაზრდები დასავლურ მომავალს იმსახურებენ.

„მე იცით რას ვთვლი, ბატონო გახარია, თქვენ ამით დაასრულეთ თქვენი სიტყვა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიამრთ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი სისხლიანი გეგმით უამრავი ადამიანი დაასახიჩრა. ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა.ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ კარგ, დასავლურ მომავალს. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ. თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია-გახარიას სახელს და იმ მისამღერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს ახალგაზრდებმა. ასევე, არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული დაბურულმინიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერი. არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს. ასევე არ იმსახურებს, რომ ქვეყანა ივანიშვილის სათამაშო მოედნად აქციოს და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42