ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს, ეკონომიკური ზრდის შანსი, იმ ქართულ ჯიგრულმა მიდგომამ შეჭამა, რომელსაც სინამდვილეში კორუფცია ჰქვია.
„ძალიან ბევრი ისაუბრეთ ეკონომიკურ წარმატებაზე, რომ თურმე თქვენ არ დაგხვდათ განვითარებული ეკონომიკა 2012 წელს, მაგრამ თქვენ დაგხვდათ ეკონომიკა რომელიც საშუალოდ 8 პროცენტითი იზრდებოდა, მიუხედავად იმისა რო 2008 წელს რუსეთის აგრესიამ და კრიზისმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.
სად წავიდა ეს ეკონომიკური ზრდა და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი?! შეჭამა იმ ქართულ ჯიგრულმა მიდგომამ, როგორც თქვენ კორუფციას ეძახით და რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. გინდა ჯიგრული მინდგომა დაუძახეთ და გინდა რაიმე სხვა. მე მინდა ჩამოგითვალოთ ასეთი კორუფციის რამდენიმე მაგალითი - ფარხცხალაძემ გადაიხადა 9000 ლარი ჯარიმაო, 400 და 500 მილიომანდე აქვს წაღებული სახლში და 9 ათასს თუ დააბრუნებს, ნუ დაგვამადლით. გავიხსენოთ სამტრედიის მაგისტრალის მშენებლობიდან გამქრალი 110 მილიონიც.
რატომ პარავთ იცით ხალხს და რატომ იმეტებთ ასე თქვენ მოქალაქეებს?! იმიტომ, რომ ცდილობთ ისეტი მმართველობა დაამკვიდროთ ამ ქვეყანაშიც, როგორიც თქვენს მეორე სამშობლო რუსეთშია!“ - თქვა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






