ექსკლუზივი: დენდროპარკში დაგლეჯილი ორი შველი, გაცეცხლებული ოლიგარქი და "ნაციონალობის" იარლიყს გადარჩენილი გამქრალი მგელი - რა მოხდა შეკვეთილში
პოლიტიკა - 23:44, 28 May, 2020     3128
ოთო ალანია


შეკვეთილთან არსებულ დიდ ნაკრძალს ივანიშვილი და მისი "გამპრავებელი" გარემოცვა მოკრძალებით დენდროპარკსაც უწოდებს. სინამდვილეში არანაირი დენდროპარკი მანდ არაა, ესაა ივანიშვილის ნაკრძალი, მისი დიდი ეზო, სადაც ეგზოტიკური მცენარეებთან ერთად, ცხოველებსაც შეხვდებით. მერე რა, რომ ამ ნაკრძალში გადატანილი ხეებიდან უმრავლესობა გახმა, სამაგიეროდ, შვლები დანავარდობენ და ჩიტები ჭიკჭიკებენ - ხეები ხომ უამრავია...

მაგრამ ეს მოცემულობა ცოტა ხნის წინ შეიცვალა. როგორც ადგილობრივი წყარო "ნიუპოსტს" ექსკლუზიურად, ანონიმურობის დაცვის პირობით უყვება, უკანასკნელი ერთი კვირაა, ყოველღამე ნაკრძალში გაძლიერებული დაცვა პროჟექტორებით მოძრაობს, დღისით კი შეიარაღებული დაცვის რიცხვი, მინიმუმ, გაორმაგებულია, და ეს მაშინ, როცა მანამდე იქ შეიარაღებული პირები არსად ჩანდნენ.

საქმე ის გახლავთ, რომ რამოდენიმე ხნის წინ, ღამის საათებში, "დენდროპარკში" ცხოველების უცნაური ხავილის ხმები ისმოდა, დილით კი დაცვამ ორი დაგლეჯილი შველი სხვადასხვა ადგილას აღმოაჩინა. ცხადი გახდა, რომ შვლები მტაცებელმა ცხოველმა იმსხვერპლა, მაგრამ თვითონ ეს მტაცებელი იქ საიდან უნდა გაჩენილიყო? დიდი ალბათობით, საუბარია მგელზე, რადგან ადგილობრივი წყაროს ცნობით, სწორედ მგლის კვალი იპოვეს, მაგრამ ის, რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის ნებართვის გარეშე ფრინველიც კი ვერ ჭაჭანებს, მგელი გაჩნდა და ერთ ღამეში ორი შველი დაგლიჯა, ოლიგარქის გაცეცხლების მიზეზი გამხდარა:

"ცნობილია, რომ მგელმა 3-4 მცდელობას უნდა მიმართოს, რომ ირემი ან შველი დაიმორჩილოს და თავისი საკბილო გახადოს, განსხვავებით ცხვრისგან, რომელსაც პირველივე მცდელობაზე იმორჩილებს, ამიტომ ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულა, რას ჰქვია, ამ ტერიტორიაზე მგელი დაპარპაშებდა და დაცვა რას მიკეთებდაო? ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ამოიღეს, მაგრამ მგლის იქ გამოჩენა ან გაქრობა (დიახ, თავდასხმის მერე მგელი აორთქლდა და ვერავინ გაიგო, ცამ უყო პირი თუ მიწამ) არსად იყო დაფიქსირებული.

გაცოფებული ოლიგარქი თურმე ყვიროდა, მგელი ნაციონალებმა შემოაპარეს და მერე უკან გააპარესო და დაუპირებია კიდეც ამ ამბის ასე გაშუქება, მაგრამ თუ არ ვცდები, ბერას გადაურწმუნებია, ეს არ გააკეთო, თორემ გავბანძდებითო... ასე გადარჩა მგელი "ნაციონალის" იარლიყის მიწებებას, ოლიგარქმა კი გადაწყვიტა, მოხდარზე საერთოდ არ ამოეღო ხმა, შესაბამისად, შვლები დიდი პატივით იქვე, დენდროპარკში დამარხეს, ამბავზე კი ყველამ დუმილის ბრძანება მიიღო", - ამბობს "ნიუპოსტთან" ადგილობრივი წყარო.

სხვათა შორის, ბევრს, შესაძლოა, არ ახსოვს, ბევრმა, შესაძლოა, არც იცის - თავად ოლიგარქ ივანიშვილის მიერ პირველ პრესკონფერენციაზე დადასტურებული ფაქტია, რომ მისი ექსცენტრიკული ახირებები, რომელთა უმრავლესობა ცხოველებს, თევზებს, ძვირფას ქვებსა და ხეებს უკავშირდება, ხშირად კრახით სრულდება.

ამბავი, რომელიც სათაურში გამოტანილ, უკვე მოყოლილ ამბავს მხოლოდ თემატურად უკავშირდება, ჭორვილაში ჯერ კიდევ მანამდე მომხდარა, სანამ ივანიშვილი პოლტიკაში მოსვლის სურვილს საჯაროდ გააცხადებდა და პირველ ეპისტოლეს დაწერდა:

ოლიგარქს ჭორვილაში საგანგებოდ მოუწყვია პინგვინარიუმი - ამ ფრინველისებრთა სახეობისთვის საჭირო ყველანაირი კომფორტით. ამ კომფორტში, ცხადია, გარემოსთან ადაპტაცია და საიმპერატორო პინგვინების უსაფრთხოებაც იგულისხმებოდა, რომ არაფერი ვთქვათ ტბაზე, რომელიც პინგვინს სახელდახელოდ მოუწყვეს.

ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ სანატრელი დღეც დადგა: ოლიგარქის საყვარელმა პინგვინმა შორი გზა მოიარა და შინ მშვიდობით მივიდა, თუმცა ეს "შინ" სულაც არ იყო მისი ნამდვილი სახლი - ის სპეციალურად მისთვის მოწყობილ სამოთხეში მოხვდა და ამ დაბანაკებას თავად ოლიგარქი ადევნებდა თვალს, რომელიც პინგვინს მიეფერა, თევზით დააჯილდოვა და ახალი ტერიტორია მოუნიშნა.

ასე დაიწყო საიმპერატორო პინგვინის ჭორვილური ცხოვრება, მაგრამ ნათქვამია, ოლიგარქი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო და წინდახედულ ოლიგარქს, რომელმაც ცალკე დაიქირავა პინგვინოლოგები, დიეტოლოგები და მომვლელები, ერთი დეტალი მაინც გამორჩა...

ეშმაკს არ ეძინა და ეს გაზაფხულზე დადასტურდა, როცა ჭორვილაში მერცხლები გამოჩნდნენ. პინგვინი ტბაში ნებივრობდა, მერე სადღაც, მისთვის საგანგებოდ მოწყობილ გამოქვაბულისებრ ნაგებობას აფარებდა თავს და ასე, ერთფეროვნად მიილეოდა ყველაფერი, რომ არა მერცხლები, რომლებმაც, როგორც ბავშვობიდან გვახსოვს, დაბლა ფრენა იციან, როცა მეორე დღეს უნდა იწვიმოს...

პინგვინი ტბაში ჩაყვინთავდა და ამოყვინთავდა და მომვლელმა გვიან შეამჩნია, რომ ეს საშიში იყო, რადგან დაბლა სწრაფად მფრენმა მერცხლებმა ელვის სისწრაფით რამდენჯერმე გადაუფრინეს წყლის ზედაპირის იმ ნაწილს, სადაც ცოტა ხნის წინ პინგვინის თავი წყალქვეშ გაუჩინარდა. ამოყვინთვის დროს პინგვინები პირს ფართოდ აღებენ, რომ ჰაერის მარაგი შეივსონ და ისევ ჩაყვინთონ და ის-ის იყო, პინგვინის ზედამხედველად დაქირავებული ადგილობრივი გლეხი იმის გამოცნობას ცდილობდა, რა მოხდებოდა ამოყვინთულ, პირდაღებულ პინგვინთან სწრაფად მფრინავი მერცხლის შეჯახების შემთხვევაში, რომ მოსახდენი მოხდა: პინგვინმა ამოყვინთა, პირი ფართოდ დააღო, ერთ-ერთი მერცხალი კი, ბადეში მოხვედრილი თევზივით სწორედ მის ხახაში გაუჩინარდა. ბუნებრივია, პინგვინის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა: მერცხალი უცებ არ მომკვდარა და ფართხალი მის სტომაქში გააგრძელა, რამაც პინგვინი ჯერ შოკში ჩააგდო, მერე კრუნჩხვები დაეწყო და და საბოლოოდ, როცა მერცხალმა თითქმის მთელი შიგნეული დაუფლითა, მოკვდა კიდეც. ცხადია, ვერც მერცხალმა შესძლო უკან ამოფრენა და მანაც თქვენი ჭირი წაიღო...

"ბეღურა არ გადაუყლაპავს პინგვინს, მერცხალი გადაყლაპა, რომელიც სწრაფად დაფრინავდა პინგვინის კუთვნილ ტბაზე", - თქვა ივანიშვილმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე, როცა ერთერთმა მედიელმა ჰკითხა, იყო თუ არა მისი მხრიდან ბეღურების არმოყვარულობაზე ბევრჯერ გამოთქმული პოზიცია კავშირში იმასთან, რომ ამ ფრინველმა მისი საყვარელი პინგვინი მოკლა.

მაგრამ ჭორვილის ისტორიას უფრო საინტერესო დასასრული აქვს: მას შემდეგ, რაც მოსახდენი მოხდა და პინგვინი, პინგვინის შიგანში კი მერცხალი გაუტოკებლად იწვნენ, მომხდარი ტრაგედიის შესახებ ყველამ გაიგო, ვინც პინგვინარიუმთან იყო კავშირში. იმ დროს, პერსონალის საუბედუროდ, ივანიშვილიც ჭორვილაში იმყოფებოდა და დღის წესრიგში დადგა მისთვის ამ სამწუხარო ამბის შეტყობინების საკითხი, რაც ერთხმად დაევალა პინგვინთზედამხედველ გლეხს. მასაც პირჯვარი გადაუწერია, აუდიენცია უთხოვია, შესულა და უთქვამს, ბატონო ბიძინა, ასე და ასე იყო, ასე მოხდა, თქვენი პინგვინი მერცხალმა იმსხვერპლაო, გაცეცხლებულ ოლიგარქს კი ხმამაღლა წამოსცდენია:

- რა უნდოდა იქ მერცხალს? - ამაზე გლეხი თავიდან იკი მობუზულა, მაგრამ მერე გლეხური პირდაპირობით უკითხავს, ბატონო ბიძინა, ჭორვილაში მერცხალს რა უნდოდა თუ პინგვინს, რომელზე მეკითხებითო, რაზეც ოლიგარქს მოუთმენლად აუქნევია ხელი, მარტო დამტოვეო... იმ გლეხს მაინც არაფერი ჰქონდა დასაკარგი, პინგვინთზედამხედველი ერქვა და პინგვინი არ ჰყავდა, უპატარძლო ქორწილისა არ იყოს...


ისე კი, ქალაქისა და მიმინოსი არ იყოს, შეკვეთილში მგელს რა უნდოდა?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42