კობერიძე პრემიერს: თქვენ და ქალბატონი ტიკარაძე ერთმანეთთან არ საუბრობთ? (ვიდეო)
პოლიტიკა - 16:53, 28 May, 2020     727

„როდესაც საუბარია ტრანსპორტის გახსნაზე, თქვენ და ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი ერთამანეთში არ საუბრობთ? ორი დღის წინ ქალბატონი ეკატერინე ამბობდა, რომ მიმდინარეობს შემუშავება, როგორ უნდა გაიხსნას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას.

კობერიძის თქმით, გახარიამ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებული საკითხი ტიკარაძეს დაუმალა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე დაინტერესდა აქვს თუ არა პრემიერს და მთავრობას კონკრეტული ეპიდემიოლოგიური პროგნოზი და გეგმა.

„გაქვთ თუ არა ეპიდემიოლოგიური პროგნოზი თქვენ მთავრობას და არა ექსპერტებს, რომელიც არის შეთანხმებული თქვენში შიგნით, ყველა სამინისტროსთან ერთად და რომლის საფუძველზეც უნდა ხდებოდეს შემდგომში, ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ეკონომიკისა და საზღვრების გახსნა. თქვენ, რომ აქ საუბრობთ რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად, ამის პარალელურად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აკეთებს განცხადებას, რომ მეორე შესაძლო ტალღაა მოსალოდნელი. ჩვენ რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში ტელევიზორს ვიყოთ მიჩერებული, თქვენ როდის ან გაიღიმებთ ან როდის იტყვით, რომ ცუდად არის საქმე. უნდა არსებობდეს პროგნოზი. ბატონო გიორგი გაგიჭიდებათ პასუხი, თუ არ მომისმენთ. მეორე კითხვა ეკონომიკურ პროგნოზს ეხება, თქვენ სამწუხაროდ აღნიშნეთ, რომ ეკონომიკური პროგნოზი შეუძლებელია ვინმემ გააკეთოსო და მგონი, პირდაპირ აღიარებით ჩვენებას იძლევით, რომ არანაირი ეკონომიკური პროგნოზი და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც არ გაგაჩნიათ. გაქვთ თუ არა ასეთი გეგმა? წინააღმდეგ შემთხვევაში შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკანა თარიღით მართავთ ქვეყანას და არა რეალურად გეგმებით. როდესაც საუბარია ტრანსპორტის გახსნაზე, თქვენ და ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრი ერთამანეთში არ საუბრობთ? ორი დღის წინ ქალბატონი ეკატერინე ამბობდა, რომ მიმდინარეობს შემუშავება, როგორ უნდა გაიხსნას. როგორც ჩანს, თქვენ მას დაუმალეთ და დილიდან პიარ სვლისთვის, კარგი ამბით რომ მოსულიყავით გვამცნეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნა და რაღაც ასეთი ბედნიერები სხედხართ ყველანი, მგონია გიხარიათ, რაც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა კობერიძემ.


თავის მხრივ, გიორგი გახარიამ კობერიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისის დროს გრძელვადიანი გეგმები და პროგნოზირება არ დგება.

გახარის თქმით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა.


„ეპიდემიოლოგიური გეგმა, რომელიც შემუშავებულია ეკონომიკურ გეგმასთან ერთად შემუშავებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს.

სხვანიარდ როგორ აგიხსნათ არ ვიცი, პირდაპირ კავშირშია იმასთან რა სიხშირით ატარებთ თქვენ პირბადეს, როგორ დაიცავთ სოციალურ დისტანციას, საზღვარგარეთ, რომ წახვალთ მერე როგორ დაბრუნდებით და ა.შ. თქვენს გარდა კიდევ ჩვენი მოქალაქეები როგორ იმოქმედებენ და გაითვალისწინებენ, ამაზეა პირდაპირ კავშირში. ამიტომ საგანგებო მდგომარეობა და კრიზისი ჰქვია იმ მდგომარეობას, როდესაც გრძელვადიანი გეგმები და პროგნოზირება კი არ დგება, არამედ ეტაპობრივად მივდივართ და მიზეზშედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები და არა ტრაფარეტული დაპირებებით, რომ ჩვენ გვაქვს 5 წლიანი გეგმა და ახლა ავაშენებთ ქვეყანას. ეს არ არის სწორი განსაკუთრებით კრიზის დროს. ის მოდელი, რომელიც შემოგთავაზეთ არის გაშუალედებული და არის წლის ბოლომდე“, - აღნიშნა გახარიამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42