"ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, რასაკვირველია, უნდა გამოიყოს" - სინოდის წევრებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი არ ჰყოფნით
პოლიტიკა - 15:51, 28 May, 2020     543
სინოდის წევრებმა დღეს განმარტებები გააკეთეს ეკლესიის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მეუფე დანიელმა, სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულებიბსას თქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი სასულიერო პირებისთვის საკმარისი არ არის.

მეუფემ განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გადარიცხული 25 მილიონი საკმარისი არ არის და ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, უფრო მეტი უნდა მისცეს, რადგან ყველა ეპარქიას არ ჰყოფნის გამოყოფილი თანხა.

"რაც შეეხება ეკლესიისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს, რასაკვირველია, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით უფრო მეტია საჭირო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს სულიერო საზრდო, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ქონება ეკლესიას სჭირდება იმისთვის, რომ სასულიერო პირები ცხოვრობდნენ ფუფუნებაში და სირცხვილია, ამაზე საუბარი, ძალიან სამარცხვინოა, რომ მასმედია ამაზე ასე ხშირად ან თვითონ საუბრობს ან ისეთ ადამიანებს აძლევს უფლებას, რომლებიც თავის თავსაც და ერსაც არცხვენენ... ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, რასაკვირველია, უნდა გამოიყოს", - ამბობს მეუფე.

სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაფინანსების გარდა, სინოდის წევრებმა ეკლესიაში კომისიის შექმნის საჭიროებაზეც ისაუბრეს, რომელიც სასულიერო პირების მიმართ კრიტიკოსთა შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებს. ამას კი იმით ხსნიან, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აკრიტიკებს ეკლესიას და რა არის ამის საფუძველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42