ბოდბელმა ეპისკოპოსი იაკობმა დღეს მეუფე ანტონის ხმაურან კომენტარებს ქადაგების ნაწილი დაუთმო.
ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ქვეყნის დასავლურ კურსს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს და პოლიტიკოსებს და მედიას მოუწოდა, ეკლესიაზე შეტევას თავი დაანებონ
"მეუფე ანტონს ხომ ყველა იცნობთ? რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიყავს იმ კაცს, უბრალოდ, იმან ის აღენიშნა, როგორც ვიქცევით, როგორ საძაგლადაც ვიქცევით, სირცხვილია ჩვენ რომ შევიდეთ, ევროპაში კი არა სახლებში არ ვართ შესაშვებები, ისე ვიქცევით. ვინ თქვა, რომ გადავუხვიეთ. მეუფე ანტონი კი არა, სამი და ოთხ ეპისკოპოსი რომ იყოს, ჯვარი წერიათ, პოლიტიკას შეგვაცვლევინებენ ჩვენ ეკლესიას? პატრიარქმაც განაცხადა, სინოდმაც დასალეთის კრუსი და ბევრს ნუღარ ვლაპარაკობთ. არ შეიძლება, ფულის გამო სული, ქვეყანა და ერი გაყიდოთ. ეკლესიას მაინც ვერაფერს დააკლებთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე ანტონი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს - "ხომ არ გადავხედოთ ევროატლანტიკურ არჩევანს"- თქვა მაღალმა იერარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






