თუ კანონი არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოჰკითხეთ - მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე
პოლიტიკა - 13:57, 28 May, 2020     650

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ტყის კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემას გულისხმობს საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს უპასუხა.

მეუფემ აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ხდებოდა მიწების გადაცემა და ამას პროტესტი არ გამოუწვევია, მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ეკლესიას ტყეების ფლობის უფლება.

„მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე. მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა ჩადით ბორჯომში მანახეთ თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა დაწვეს? უარესები მაგან გააკეთა პირადად. ეგ ლობირებდა ყველაფერს. როდესაც ჩინელებს ტყეები 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ რამე? რა ნახეთ რა მოიგო საქართველომ? ეს ფული ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ხომ? ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოსთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მიჰყიდა თავისი? თუ შეიძლება რომ ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს მიყიდო, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიყიდეს, რატომ არ შეიძლება რომ ეკლესიას ჰქონდეს და როცა საჭირო იქნება, მზად ვართ ჩვენ ყოველთვის, სახელმწიფოს და ხალხს დავუბრუნოთ. რა პრობლემას გიქმნით ეს? კანონი კანონია, თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოჰკითხეთ. ჩვენ კანონს აღვასრულებთ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42