რუსეთის მორიგი აგრესიული განცხადება - მოსკოვი საქართველოსგან ამჯერად ლუგარის ლაბორატორიის ყველა დოკუმენტაციაზე წვდომას ითხოვს
პოლიტიკა - 12:13, 28 May, 2020     560
რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული, დეზინფორმაციული და აგრესიული ხასიათის განცხადებების კეთებას. ქვეყანა, რომელიც თავად არის დიდ ბრიტანეთში "ნოვიჩოკის" გამოყენების გამო მსოფლიოს საზოგადოების მიერ სანქცირებული, კვლავ უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მიდის მუშაობა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ რუსეთი ითხოვს და აცხადებს, რომ "მზად არის ამ საკითხზე თბილისთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე ითანამშრომლოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიოლაბორატორიაში კვლევები ძირითადად აშშ-ისა და მისი პარტნიორების მიერ ფინანსდება.

რუსეთის საგარეო უწყება მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქართული მხარე მზად არის, რომ მოაწყონ ვიზიტი რუსი ექსპერტების მიერ, BTWC–ს მიერ დადგენილი მექანიზმის შესაბამისად. ამასთან, აცხადებს, რომ კონვენციის თანახმად ერთადერთი ინსტრუმენტი არის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულება, რომ ”იკონსულტაციონ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან ყველა საკითხის მოგვარებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მიზანსთან დაკავშირებით ან BTWC დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით” (მუხლი V).

"ალექსეიევსკაში ბიოპროექტიზე ვიზიტების ორგანიზების მიზანშეწონილობას ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ რუსი ექსპერტების მიერ, მხოლოდ ყველა ლაბორატორიული შენობის (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებული შენობების) და აგრეთვე ნებისმიერ დოკუმენტაციაზე დაშვების გარანტიების უზრუნველსაყოფას. ეს არის ის ფორმა, რომელიც რეალური გადამოწმების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას PR კამპანიაში, რომლის მიზანიცაა დამალოს აშშ–ის სამხედრო უწყების ბიოლოგების მიერ რუსეთის საზღვრებთან ახლოს განხორციელებული სამუშაოს ნამდვილი მიმართულება," - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი ქართული მხარისგან ასევე ელოდება 2019 წლის ივნისის ნოტთან დაკავშირებელ ოფიციალურ რეაგირებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42