ორმაგი სტანდარტები და კორუფცია - პარლამენტში მისული პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომაროების დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, მსგავს მიდგომას ადგილი არ ჰქონია.
მისი თქმით, სისტემური ინფრაქტრუქტურული პროექტები ერთი დღით არ გაჩერებულა.
“ამის შემდეგ გარკვეული კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ცემენტის წარმოება, არმატურის წარმობა თუ სხვა თვითონ მოვიდნენ. ზოგიერთს არც ჰქონდა სურვილი, თქვა, რომ მე ამ პირობებში სწრაფად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდები ერთი თვეო.
ასე იყო ეს გადაწყევტილებები მიღებული. რა კორუფცია, ხალხო? შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ”, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის ამ ფრაზას “ევროპული საქართველოს” ლიდერის რეპლიკა მოჰყვა.
"სწორედ “ჯიგრულ პონტში” შერჩევაა კორუფცია"- თავა გიგა ბოკრერიამ.
“სიტყვაზე დამიჭირეთ, არა? მე არ მითქვამს, რომ ეს კარგია. ამის მაგალითებიც მოგვეცით”, - თქვა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






