წულუკიანი ბოკერიაზე: რომ მხედავს, ბნედა ემართება
პოლიტიკა - 10:02, 28 May, 2020     480

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას, რომელმაც სხდომაზე „პოლიტიკური ბოღმის ელექსირი უწოდა“, მისი დანახვისას „ბნედა ემართება“.

„მე მოვისმინე ბატონი გიგა ბოკერიას სიტყვები ჩემთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, რომ ეს ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა და დავძინო, რომ არ არის მისგან უჩვეულო ასეთი ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით, როცა მე მხედავს, ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. უბრალოდ, დანანებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია — ვითომ გასუფთავებული ნაციონალები მისი თამადობით, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის, იმას კი არ ვაპროტესტებთო, იმას ვაპროტესტებთო, ბატონი სერგი და ბოკერია ყვიროდნენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო.

ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა ,გაღიზიანებულები არიან, როცა მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მე ვერ ვიდარდებ“, - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42