"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
პოლიტიკა - 22:44, 27 May, 2020     1439

ახალგაზრდა ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელთანაც არაოფიციალურ ქორწინებაში იყო, გააუპატიურა. ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველი" ავრცელებს.

მსხვერპლზე სისტემატიურად ძალადობდნენ. დაზარალებულის თქმით, მამაკაცი მას 4 წლის შვილის თვალწინ სცემდა. ასევე ძალადობის მსხვერპლია მისი მცირეწლოვანი შვილიც, რომელსაც, როგორც დედა ამბობს, მის თვალწინ ახრჩობდა.

მსხვერპლის თქმით, ძალადობის შემდეგ დაფეხმძიმდა, თუმცა მამაკაცმა ის არალეგალურ კლინიკაში წაიყვანა და აბორტის გაკეთება აიძულა.

"მცემდა და მერე ამყარებდა ჩემთან სექსუალურ კავშირს. ქამრით მცემდა ხშირად. ტელეფონი გადამატეხა თავზე. ჩემს არასრულწლოვან შვილს თმებს გლეჯდა და ახრჩობდა" - აცხადებს დაზარალებული.

ძალადობის მსხვერპლი ქალი ამ ჯოჯოხეთს თურქეთიდან გამოექცა, თუმცა მოძალადემ საქართველოშიც ჩამოაკითხა.

ტერორის შემდეგ ქალი პოლიციაში მივიდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მას პოლიციაში დასცინეს და უკან გააბრუნეს.

დაზარალებულის თქმით, პოლიციელები დაემუქრენ, რომ თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდა, საქმეს ისე შემოატრიალებდნენ, ამ საქმეში დამნაშავე თავად იქნებოდა.

"პოლიციიდან ვიგრძენი ჩემზე ზეწოლა, დამცირება. მიმტკიცებდნენ, რომ შენ წერ მას რაღაცებს და შენ აშანტაჟებო. იქით შემოგიტრიალებ საქმესო. მე ჩემ ქვეყანაში უსაფრთხოდ არ ვგრძნობ თავს" - აცხადებს დაზარალებული.

დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მოძალადის დასასჯელად პოლიციას მტკიცებულებები აქვს, თუმცა ამას არ აკეთებს.

მსხვერპლს ერთადერთ ხსნად სახალხო დამცველი დარჩა. მან საჩივარი უკვე შეიტანა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42