რომან გოცირიძის თქმით, კოვიდ ფონდში აკუმულირებულია საკმაოდ სოლიდური თანხა, რისი დახარჯვაც მთავრობას დღესვე შეუძლია.
"თქვენი გამოსვლიდან გავიგე საოცარი რამ. წერილი მოგწერეთ მე თქვენ და მაინტერესებდა კოვიდ ფონდის ხარჯვის შესახებ. რატომაა ეს ფონდი გაუმჭირვალე, რაში ხარჯავთ. 133 მლნ. ლარია ამ ფონდში დღეს აკუმულირებული და ჯერ პასუხი არ მიგვიღია. თურმე, ახლა გავიგე, რომ ეს ფონდი ყოფილა სარეზერვო. ბატონ ბიძინას მადლობას გაუდახადეთ, მისი 100 მლნ. ლარიცაა აქ და ამას გამოიყენებთ მერე. სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს ფული, რომელიც დევს, დახარჯეთ ახლა. თქვენივე არასწორი სქემით, როდესაც 300 ლარს აძლევთ თვითდასაქმებულებს, თან ნახევარზე მეტს არ აძლევს. ეს ფული რომ გამოიყენოთ 443 ათას თვითდასაქმებულს შეგიძლიათ მისცეთ 300 ლარიანი დახმარება. რატომ არ აეკეთებთ ამას? ალბათ იმიტომ, რომ რადგან იქ ივანიშვილის ფული დევს, ელოდებით ნებართვას და შეიძლება ისეთი რამ განმეორდეს, რაც წინა პერიოდში მოხდა, როცა მან გაიღო 80 მლნ. მხარდაჭერისთვის სტიქიის დროს და მერე მოვიდა ხელისუფლებაში და ეს 80 მნლ. დაიბრუნა უკან",-განაცხადა რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






