"გახარია არის ჯალათი, „ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი"- ბოკუჩავამ პრემიერს "გავრილოვის ღამე" შეახსენა
პოლიტიკა - 14:44, 27 May, 2020     589
ოპოზიციამ პარლამენტში მიუსლ გიორგი გახარიას 20 ივნისის სისხლიანი ღამე გაახსენა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს "ჯალათი" უწოდა.

„გიორგი გახარია არის ჯალათი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, - თქვა დეპჯუტატმა სიტყვით გამოსვლისას.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მწვავე კრიზის ფონზე, ძვირადღირებული ნივთების შეძენით და კორუფციით არიან დაკავებული.

„ბატონო გახარია, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა სამი თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს 1 თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობას მხოლოდ 5 პროცენტი შეხვდა დანაზოგით? 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა. რატომ გათვალეთ თქვენი ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე, მაშინ როდესაც 90%-ის უდიდეს ნაწილიც ასევე სიღარიბეშია. რათომ თქვით უარი ჩვენს შემოთავაზებაზე, რომ 5 ათასამდე თანამოქალაქე დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ. რატომ არ გაეცით განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე? ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ღარიბაშვილი ასიათასობით ლარს ძვირადღირებულ საათებში ხარჯავს, გომელაური 2 მილიონზე მეტს ავეჯში, ასევე კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 ათას ლარს. გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებასაც ვერ იღებენ. თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკ-ტოკე ბატონის გადასარჩენად, მზად ხართ ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია არის "ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი. რაც არ უნდა ეცადოთ დღეს რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42