იმედია ისეთ სისულელეს არ გვეტყვით, რომ ტრამპიც ენმ-ის მხარდამჭერია - სამადაშვილი გახარიას
პოლიტიკა - 14:22, 27 May, 2020     492

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვებით მიმართა.

„იმედია ისეთ სისულელეს არ გვეტყვით ამ დარბაზში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია“, - უთხრა სამადაშვილმა გახარიას და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

მან მთავრობას შეახსენა, რომ სტრატეგიული ურთიერთობა დემოკრატიასა და მართლმსაჯულებაზეა დამოკიდებული.


„გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის დღე და როდესაც ეს დღე მიულოცა ქართველ ხალხს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მან შეგვახსენა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, მართლმსაჯულება და პატივისცემა ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების. გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნგდელები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ რიშს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარეს, ბატონ მაკალისტერს მოიხსენიებთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს, მაგრამ იმედია, ისეთ სისულელეს არ გვეტყვით ამ დარბაზში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ალბათ უნდა დაგვეთანხმოთ, რომ სწორედ ეს საერთო ღირებულებებია მთავარი საკითხი ჩვენს სტრატეგიული ურთიერთობებში“, - მიმართა სამადაშვილმა პრემიერს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42