StopCov ფონდში მობილიზებული თანხა ყველაზე უფრო საჭირო დროს იქნება გამოყენებული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.
ამ ეტაპზე ფონდში 132 მილიონია მობილიზებული.
"stopcov.ge უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ინფრომაციას აწვდიდა მომენტალურად. ბიზნესომბუდსმენის აპარატს, რომელმაც შექმნა ეს მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, ათასობით ქართულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. თუ არ ვცდები, დღეს ფონდში მობილიზებილია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე და საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, აქ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ქართუ ფონდის დამსახურება. ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ეს ქვეყანას ყველაზე უფრო დასჭირდება და რა თქმა უნდა, ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა" - აცხადებს გახარია.
მასალის გამოყენების პირობები






