საზეიმოდ გახსნილი მზიურის პარკი დაიტბორა - კახი კალაძე ჟურნალისტებს ემალება
პოლიტიკა - 21:48, 26 May, 2020     1943

მზიურის პარკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა დაიტბორა. პარკში სანიაღვრე სისტემის დამონტაჟება დაავიწყდათ.

მზიურის პარკში გუშინდელი წვიმის შემდეგ წყალმა სანიაღვრე ჭების თხრილები აავსო, წყალში იყო ჩაძირული ხეები და დაიტბორა სავალი ბილიკებიც.

მოსახლეობას წვიმის ეშინია, ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო სტიქიის შეჩერებას ვერ შეძლებს.

"სახელმწიფომ რატომ არ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დაცული და უსაფრთხო იყოს აქაურობა. განმეორდება და არ ვიცი, რა იქნება, ძალიან მინდა, რომ დაცული ვიყოთ. მაინც დგება ტბორები და მაინც დგება წყალი", - ამბობს სალომე ჩიკვილაძე.

პარკის ტერიტორიის რეაბილიტაციაზე თითქმის 8 მილიონი ლარი დაჯდა. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ''ამხანაგობა მზიური'' და კახი კალაძის ფავორიტი კომპანია "გრინსერვის პლიუსია". დედაქალაქის მასშტაბურ პროექტებს სწორედ გრინსერვისი ახორციელებს. დოკუმენტებით დგინდება, რომ მხოლოდ სანიაღვრე ჭებისა და წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის 280 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

დედაქალაქის მერი არ პასუხობს კითხვაზე, რატომ დაიტბორა რეაბილიტირებული მზიურის პარკი და რატომ არ იყო მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა. ჟურნალისტებისგან კახი კალაძეს დღეს დაცვის კორდონი იცავდა.

მზიურის პარკი გახსნილია, თუმცა სანიაღვრე ჭების დასამონტაჟებლად ტერიტორიაზე სპეციალური სამუშაოები უნდა კიდევ ჩატარდეს. მშენებელი კომპანია ამტკიცებს, რომ სისტემის მოწესრიგებას სრულად ერთი კვირის ვადაში შეძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42