რას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები
პოლიტიკა - 18:44, 26 May, 2020     460

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების, გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული ცვლილებებით, უნდა შეიცვალოს პარლამენტის რეგლამენტი. მათი თქმით, ცვლილებების მიზანი რეგლამენტის „საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა“.

რას გულისხმობს ცვლილებები?

„კონსტიტუციაში წერია სიტყვა ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი, ასევე ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები — უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა — მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი, მთავრობას ჩამოაყალიბებს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

„მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია“, — ვკითხულობთ პარლამენტის პრეს-რელიზში.

„ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას“, — აღნიშნავს იგი.

გარდა ამისა, პრეს-რელიზის თანახმად, მცირდება ვიცე-სპიკერთა რაოდენობა (სამამდე, აქედან ერთი ოპოზიციისთვის) და კომიტეტთა რაოდენობა, 13-მდე. დარჩება შემდეგი კომიტეტები:

• ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
• განათლებისა და მეცნიერების;
• გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
• დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;
• ევროპასთან ინტეგრაციის;
• თავდაცვისა და უშიშროების;
• იურიდიულ საკითხთა;
• რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;
• საგარეო ურთიერთობათა;
• საპროცედურო საკითხთა და წესების;
• საფინანსო-საბიუჯეტო;
• კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა;
• ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.

კომიტეტებში ცვლილებების თანახმად, აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, კულტურული კომპონენტი კი განათლების კომიტეტს გამოეყოფა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42