დასკვნის თანახმად, გასულ წელს 243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, წინა წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საფინანსო კომპანიაბმა ქვეყანას 4.6 მილიონი ლარი ჯარიმა სესხის არ ათვისების გამო დააკისრეს.
„როდესაც ქვეყანამ აიღო საგარეო ვალი 200 მილიონზე მეტი ამ პროექტებისა არ იყო შესრულებული. როდესაც ყველა დიდ პროექტს ასრულებს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, ღებულობენ დიდძალ ფულს პრადი ჯიბისთვის და პარტიული ყულაბისთვის, როდესაც ეს ფული გამოიყენება შეღავათიანი ტენდერების გამო საარჩევნო კამპანიაში და უფრო მეტიც, როდსაც 4.6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა იმის გამო რომ არ ავითვისეთ ეს სესხი, ეს იმას ნიშნავს რომ მთელი ეს სქემა აწყობილია კრუფციაზე“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






