პანდემიასთან ბრძოლა და არცერთი სიტყვა ოკუპაციაზე - რაზე ისაუბრეს პირველმა პირებმა დამოუკიდებლობის დღეს
პოლიტიკა - 13:12, 26 May, 2020     562
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და მთავრობის პირველი პირების მთავარი გზავნილები.
პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, თუმცა არც ერთ მათგან არ გახსენებია მთავარი - ის , რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია და ჩრდილოელი მეზობელი ისევ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ქვეყნის პირველმა პირებმა, დღეს მხოლოდ კორონავირუსზე გაამახვილეს ყურადღება და უხილავ მტერთან ბძოლაში ჯარისკაცების წვლილზე ისაუბრეს.

პრეზიდენტმაა მიმართვისას განაცხადა, რომ ომი გრძელდება - თუმცა იგი გულისხმობდა ომს COVID-19-თან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური ჩართულობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

"დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში.

ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ომი არ დასრულებულა და უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ, - განაცხადა პრეზიდენტმა.


გლობალურ პანდემიაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც. მან პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვაში ქართული ჯარის მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

“102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს, პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.

თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, მინდა, მინდა მივულოცო 26 მაისი, უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავსი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ასევე ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვებრძვით პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჩვენმა ჯარმა შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში. დღეს საქართველომ უნდა თქვას, რომ ყველამ ერღად სევძელით რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა" - აღნიშნა პრემიერმა.

ოკუპაცია მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა და ამ გამოწვევის ფონზე პოზიტიურ დღის წესრიგზე ისაუბრა.

"102 წლის წინ, 22 მაისს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დემოკრატიას. სამწუხაროდ, მალევე საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის 7 ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძო ქართველი ხალხის არჩევანის - თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზა. გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში. საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები - ეს არის ის, რითაც ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42