ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას შემცვლელად დავით ბაქრაძის კანდიდატურას ჯერ კიდევ განიხილავს, რომელსაც ამერიკაში საქართველოს ელჩად საქმიანობის ვადა უკვე ეწურება.
ქვეყნის არაფორმალური მმართველი ამ გზით დასავლური იმიჯის შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა ივანიშვილი დიპლომატს ბოლომდე არ ენდობა და ფსონს მაინც უახლოეს გარემოცვაზე დებს.
სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ივანიშვილის ფავორიტებად ჯანდაცვის მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი სახელდებიან.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ოლიგარქის კარზე გიორგი ლილუაშვილი დაწინაურდა, თუმცა გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.
ოპოზიციაში არ უკვირთ, რომ არჩევნებამდე 5 თვით ადრე ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას აძლიერებს.
ხელისუფლების ოპონენტებიც ფიქრობენ, რომ პრემიერად შესაძლოა სუს-ის ამჟამინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნოს, ხოლო უსაფრთხოების სამსახური ანზორ ჩუბინიძემ ჩაიბაროს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ "ძალოვანი უწყებები ისედაც გადაკეთებული არიან ივანიშვილი პირად ჟანდარმერიად.
"ივანიშვილის პირადი ჟანდარმერიის რამდენიმე დანაყოფი არსებობს, ერთის ხელმძღვანელია ჩუბინიძე , მეორესი- გომელაური, მესამეს ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო სოსო გოგაშვილი. ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც პრემიერი რომელიმე გუნდის გამარჯვების შედეგად კი არ ინიშნება, ივანიშვილი ნიშნავს უბრალოდ, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ სუს-ი პოლიტიკურ პოლიციად იქცა. გიგია ბოკერია ამბობს, რომ ბოლო წლებია უსაფრთხობის სამსახურს ივანიშვილი პირადი გვარდიის ფუნქცია აქვს.
"ბოლო წლების პრობლემა არის ის, რომ ეროვნული უსაფრთხოების, ორგანიზებული დანაშაულის მტრული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებების ფოკუსირების ნაცვლად, სუსი მთლიანად პოლიტიკურ პოლიციად იქცა.
უწყება ივანიშვილის პერსონალურ გვარდიად გარდაიქმნა. ის ვითარება რაც გვაქვს, როცა ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, პარტიის თავმჯდომარე და კომუნისტური მოდელი აქვს, ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის, რის შედეგებსაც ვხედავთ. ამას მხოლოდ არჩევნები შეცვლის, - ამბობს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






