“ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ…” - რა მტკიცებულებები არსებობს ბასილაშვილის საქმეში
სამართალი - 10:25, 26 May, 2020     1445


მას შემდეგ, რაც ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ბასილაშვილი დააკავა, ურთიერთბრალდებები არ წყდება და ორივე მხარის მხრიდან. ისმის სხვადასხვა არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი მართლები არიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქალაქო სასამართლომ 24 მაისს გირაოს 100 000-ის სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო ამ გადაწყვეტილებას ყოფილი მეუღლე არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ითხოვს.

ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ დაცვის მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დასტურდება. ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა, დოროყაშვილის დაცვის მხარეს მტკიცებულებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

ბასილაშვილის უფლებადამცველი, ჭკადუა ამბობს, რომ მათ აქვთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის სახლს ბავშვთან ერთად. ხოლო ყოფილი ცოლის მხრიდან გაჟღერებულ ვითომ ძალადობის ფაქტს რაც შეეხბა, არაერთი თვითმხილველი და მოწმე ჰყავს, რომლებიც აღნიშნულს არ ადასტურებენ.

თუმცა, საქმის ირგვლივ ბევრი კითხვები და ეჭვები ჩნდება, მითუმეტეს, როდესაც საქმე ფულს ეხება. ბასილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ჩოგბურთელი ცოლს ყოველ თვიურად 100 000-ას უხდიდა. ხოლო ახლა ის მის წინააღმდეგ ქონებრივ დავას იწყებს და მისთვის თანხის გადახდის შეწყვეტა გადაწყვიტა.

ბასილაშვილების წინააღმდეგ დაწყებული ეს პირველი სასამართლო არ არის, ნეკა დოროყაშვილმა ყოფილ დედამთილს შვილიშვილზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო უჩივლა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო.

ნეკა დოროყაშვილი კი ახლა პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება სწორედ საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. საზოგადოება ნეკა დოროყაშვილის გამოჩენას 25 მაისს პრესკონფერენციაზე ელოდა, თუმცა, მისი ადვოკატების განცხადებით, მან ემოციური მდგომარეობსი გამო მისვლა ვერ შეძლო.

მისი ადვოკატი ანა აბაშიძე კი ამბობს, რომ საქმეში არის ექსპერტიზის დასკვნები, ასევე თვითმხილველების ჩვენებები, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ბასილაშვილი ცოლზე სისტემატიურად, სხვადასხვა დროს და ადგილას ძალადობდა.

მეორე ადვოკატის ანა თავხელიძის განცხადებით კი საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე. მისი განცხადებით, ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ორ მნიშვნელოვან საკითხი არსებობს. პირველ რიგში, აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რომელიც გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს.

„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხშირად განსჯადი თემა არის დღეს საზოგადოებაში, არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები.

“ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო.

“საუბარია, როგორც სხვადასხვა მტკიცებულებებზე, მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე, ფოტო და ვიდეომასალაზე. საუბარი არის ექსპერტიზის დასკვნაზე, შეფასებებზე, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. მთავარია, რომ ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ არაერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო, რასაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ანა თავხელიძემ.


ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ძალადობის ვერსიის დასამტკიცებლად, ჯერჯერობით საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

ადვოკატის განცხადებით, ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ყოფილი ცოლის მხრიდან კი, ბასილაშვილების ოჯახი პროვოკაციას მუდმივად ელოდა, რასაც გარკვეული საფუძველი აქვს. ირმა ჭკადუა პროვოკაციის საფუძვლებზე ჯერჯერობით ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბასილაშვილი ცოლთან ქონებრივ დავას იწყებს და ის შვილს მხოლოდ ალიმენტს გადაუხდის.

"ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ის იყო საკუთარ სახლში, სასამართლოს მიერ გამოყოფილ დღეს, როდესაც მას საკუთარი შვილის ნახვა შეუძლია - ანუ ხუთშაბათს და შაბათს.

ხუთშაბათს მან წამოიყვანა ბავშვი და 40 წუთში მისი ყოფილი მეუღლე მივიდა ბასილაშვილებთან და პრაქტიკულად ბავშვი ძალით წაიყვანა. ბასილაშვილების ოჯახი მუდმივად იყო მზად ამ პროვოკაციებისთვის, რაც შეეხება პროვოკაციის საფუძვლებს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საქმის მომდევნო განხილვა 16 ივლისისთვისაა ჩანიშნული.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი საზოგადოებას მიმართავს. ის მის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საჯარო დისკუსიაში ყოფილ ცოლთან ჩაბმას არ აპირებს და ყველაფერს ნათელი გამოძიების დასრულების შემდეგ მოეფინება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42