თუ არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, გააგრძელებენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს გააღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს - ანდრია ჯაღმაიძე
რელიგია - 22:05, 25 May, 2020     3437
თუ არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, გააგრძელებენ ეკლესიის წინააღმდეგ ამგვარ დამოკიდებულებას, ეს გააღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზმა "ტვ პირველის" ეთერში მეუფე ანტონის განცხადებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ამოტივტივებული რეალობა წარმოაჩინა.

"რატომ განაცხადა მეუფე ანტონმა, რაც განაცხადა, ეს კითხვა უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ ექცევიან ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს და, ამავდროულად, ამას აკეთებენ ევროპული ფასეულობების ქადაგების ფონზე და მოსახლეობაში ჩნდება პროტესტი, რომ თუ ეს არის ევროპა, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოში დღედაღამ ეკლესია უნდა ლანძღონ და უსამართლოდ უდნა გათელონ 20-საუკუნოვანი ინსტიტუტი საქართველოში, რომელთან დაკავშირებულია ჩვენი იდენტობის ყველა ნაწილი - ისტორია, კულტურაც, მწერლობაც, სიმღერაც, გალობაც, ყველაფერი. ასე, უბოდიშოდ, ფეხქვეშ გათელვა ნებისმიერ დონეზე სწორედ იმ ხალხისგან მომდინარეობს, რომლებიც გრანტებს იღებენ ევროპული ფონდებიდან. ჩვენ გვგონია, რომ ევროპა სხვა რამე.

შესაბამისად, [ანტიდასავლური განწყობების გაღვივების კუთხით] საშიში იმიტომ არის, რომ ეს შეიძლება გავრცელდეს და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ილაპარაკოს ამაზე იმის გამო კი არა, რომ მეუფე ანტონმა ილაპარაკა, არამედ, თუ არასამთავრობოები და ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, გააგრძელებენ ეკლესიის და ტრადიციების წინააღმდეგ ამგვარ დამოკიდებულებას. სწორედ ეს გამოიწვევს საშიშროებას და არა ის, რომ მეუფე ანტონმა იქადაგა. მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რაც დღეს მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა და საშიში ის არის, რომ თუ ისინი ასე გააგრძელებენ ეკლესიის ფეხქვეშ თელვას, ამას მიიღებენ", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42