Naec.ge სასწავლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 19:10, 09 Nov, 2013     3924

 „8 ნოემბერს, საღამოს საათებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი (შესარჩევი) ტურის ტესტური დავალებები. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება უშუალოდ სკოლების მიერ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით.

ტესტების კონფიდენციალურად შენახვაზე თავად სკოლაა პასუხისმგებელი. სამწუხაროა, რომ ერთი (ან ერთეული) არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქმედებამ მორალური ზიანი მიაყენა ოლიმპიადის ყველა მონაწილეს, ასევე პროცესის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელ სკოლებს.

ჩვენ თავს ვიკავებთ ამ ფაქტის შეფასებისაგან, რადგან ეს სცილდება ცენტრის კომპეტენციას და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად დაველოდებით საბოლოო ინფორმაციას. მართალია ვაცნობიერებთ, რომ პირველი ტურის დადგენილი გრაფიკით ჩატარება ქმნის გარკვეულ უხერხულობას და ვითვალისწინებთ იმასაც, რომ, მომხდარიდან გამომდინარე, შესაძლებელია ზოგიერთი მოსწავლე დაუმსახურებლად აღმოჩნდეს მეორე ტურის მონაწილე,

ვფიქრობთ, მომდევნო ტური, რომელიც უშუალოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტარდება, ვითარების გამოსწორების კარგი საშუალებაა (მოსწავლე, რომელიც დაუმსახურებლად გადავიდა ოლიმპიადის ამ ეტაპზე, ვერ დაძლევს მეორე ტურისათვის განკუთვნილ დავალებებს.

მოსწავლეები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და უნარები, შეძლებენ გააგრძელონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა)“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42