კრიზისი ჰოსპიტალურ სექტორში - 9 კლინიკის ხელმძღვანელი მთავრობას ტარიფების გადახედვისა და გადავადების თხოვნით მიმართავს
პოლიტიკა - 17:36, 25 May, 2020     823
9 კლინიკის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვას ავრცელებს.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მათ კლინიკებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, რის გამოც სერიოზულ კრიზისს განიცდიან.

მათივე თქმით, იკლო გეგმიურმა მომართვიანობამ და გეგმიურმა ოპერაციებმა. კლინიკის ხელმძღვანელები მინისტრებს მიმართავენ თხოვნით, მოხდეს გარკვეული ტარიფების გადახედვა და გადავადება.

მიმართვას ხელს აწერენ "ჯოენის" ცენტრი, "ნიუ ჰოსპიტალსი", ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა, "გული", ანზორ მელიას კლინიკა და ასევე სხვა დაწესებულებები. სულ 9 კლინიკაზეა საუბარი.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იგეგმება მორიგი ცვლილებების შეტანა, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება კლინიკებს, ისევე როგორც ეს მოხდა 520-ე დადგენილების მიღების შემდეგ. ასევე უნდა ამოქმედდეს სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი. ამ ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარის ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

ეს საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მსგავსი ცვლილებების განხორციელება მოკლე ან გრძელვადიანი ბიზნეს გეგმების ან პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს 2020 წელს დაგეგმილი სამედიცინო ჩარევებზე ტარიფების ცვლილებების გადავადება, 520-ე დადგენილების ტარიფების გადახედვა და ასევე 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობების გადავადება 2022 წლის 1 იანვრამდე, რათა ჰოსპიტალურ სექტორს პანდემიის შემდეგ მიეცეს რეაბილიტაციასა და შესაბამისი მომზადების საშუალება," - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42