სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოს ანტი-ეპიდემიური სისტემის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ბოდიშს იხდის.
"ვწუხვართ ჯანდაცვის მინსიტრის მხრიდან გაკეთებულ კომენტარზე, რომელმაც გაუგებრობა და პოლიტიკური სპეკულაცია გამოიწვია" - ამბობს იგი.
მინირტის პოზიცია საჯაროდ მისმა პრეს-სპიკერმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს ანტი-ეპიდემიური სისტემის ეფექტურობასა და ქართული მხარის გამჭვირვალობაში შეიტანა ეჭვი.
ტოროსიანმა აღნიშნა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო კოვიდ-19 ინფექციის რეალურ შედგებს არ ასაჯაროვებს. მეზობელი ქვეყნის კომენტარს ქართული მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






