"ქმარს თვეში 100 000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის... მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?" - თამარ ივერი ბასილაშვილის მეუღლის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს
სოც.მედია - 15:25, 25 May, 2020     2570
სოპრანო თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება.მომღერლის თქმით, მომხდარის უკან ფინანსური დაინტერესება იკვეთება და ადგილი ქონდა მეუღლის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილზე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

"ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ...თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე,ინტუიციით ამ ყოველივეს...ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!!
მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100.000ლარს(!)დიახ, არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი!ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!)

ახლა თურმე ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია(!),თავად მისულა "მსხვერპლი" მოძალადესთან სახლში(!),მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ....ჩემს წინაშე უსუსური "ნაძალადევი" გოგონა კი არა....კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი "პროვოკატორშა" წარმოისახა!!! და მას ეს "ძალადობა"იგრძნობა რომ...ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა.მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს!! და უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად? სხვათაშორის,თუ ასეა,მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს,მაშინ როცა "ფინგალი" ერთ კვირაში გაივლის.თუმცა,დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში.გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ ხვალინდელი,ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრაკერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა! როგორც მოსკოვი ისე "Тбилиси Слезам(Крокодила) не верит»!!
ასე რომ,
ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს!!
მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიან ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!!
ვთვლი, რომ პირიქით,ნიკოლოზმა უნდა გამართოს ბრიფინგი და როგორც რუსები იტყვიან:" расставить все точки над i "
პ.ს.შეიძლება არც დამეწერა ამხელა პოსტი,მაგრამ თავად მაქვს გამოცდილი 2013-14 წლებში თუ რა გამანადგურებლად მწარეა პიროვნული და ნალოლიავები კარიერის დანგრევის მუქარის შემცველი გაუთავებელი შანტაჟები და ეს ფსიქოლოგიური შანტაჟები...მერწმუნონ ადამიანის უფლებადამცველები...ნებისმიერ წიხლზე და მუშტზე უფრო დიდი დანაშაულია!!!...ყოველ შემთხვევაში არანაკლები.ასე რომ,კიდევ გასარკვევია რომელი მხარეა ჭეშმარიტი ძალადობის მსხვერპლი!!
და თუ ჩემი ტექსტით და ვარაუდით 360გრადუსში შევცდები....არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება!" - წერს თამარ ივერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42